პაატა ბურჭულაძე - 4 ოქტომბერს იწყება და მთავრდება ყველაფერი - 5-ში  “ქართული ოცნება” აღარ უნდა იყოს მთავრობაში

4 ოქტომბერს იწყება და მთავრდება ყველაფერი, 4 ოქტომბერს მივაღწევთ ჩვენ იმას, რისი გაკეთებაც გვინდა, - ამის შესახებ მოძრაობა “რუსთაველის გამზირის” ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” ადგილობრივი არჩევნების დღეს ჩანიშნულ აქციასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

ბურჭულაძის თქმით, “ქართულ ოცნებას” აღარ მისცემენ იმის საშუალებას, რომ უამრავი ხალხი გამოვიდეს და მერე ისევ სახლში დაბრუნდეს.

“4 ოქტომბერს ყველა გამოვა, ვისაც ექნება სურვილი და ეს იქნება მინიმუმ 200-300 ათასი ადამიანი. ამ ყრილობაზე დასასწრები მოსაწვევები ხელიდან ხელში გადაიცემა, და, ასევე, ყველას კარებში დახვდება - “4 ოქტომბერს, 16:00 საათზე გიწვევთ რუსთაველზე, ივანიშვილის რეჟიმის მშვიდობიანად დამხობისთვის”.

აქამდე ყოველთვის იყო, რომ შეიკრიბებოდნენ, “დაგვინიშნეთ ახალი არჩევნების” ძახილით, გამოვიდოდა 200 ათასი ადამიანი და წავიდოდა სახლში. 4 ოქტომბერს ასე არ იქნება. ჩვენ თუ მივეცით ხმა მესამე რესპუბლიკას და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მისცემს, ესენი წავლენ უკვე სახლში, ჩვენ აღარ მივდივართ! 4 ოქტომბერს იწყება და მთავრდება ყველაფერი. როგორ უნდა მივცეთ ამას საშუალება, რომ ხალხი კიდევ წავიდეს სახლში? 4-ში ვიწყებთ და 4-შივე ვამთავრებთ, 4 ოქტომბერს მივაღწევთ ჩვენ იმას, რისი გაკეთებაც გვინდა”, - განაცხადა ბურჭულაძემ.

რაც შეეხება უსაფრთხოების ზომებს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, მან განაცხადა, რომ პროტესტი იქნება ძალიან მშვიდობიანი და ის მის შვილიშვილებთან ერთად აპირებს რუსთაველის გამზირზე გასვლას.

ბურჭულაძის თქმით, მის შტაბში არაერთმა პოლიციელმა დარეკა და უთხრა, რომ აქციის დღეს ხალხის მხარეს დადგება.

“მე იქ საჩხუბრად არ მივდივარ, მივდივარ შვილიშვილებთან ერთად. უსაფრთხოება იქნება დაცული, ამის გარანტიას გაძლევთ. ხელი არ წაუცდეს ვინმე პოლიციელს და რამე არაკანონიერი არ გააკეთოს იმიტომ, რომ იქვე დაისჯება.

ერთი რამ შემიძლია გაგიმხილოთ, რომ ძალიან ბევრი პოლიციელი რეკავს და ამბობს, რომ 4-ში გადმოვლენ ჩვენს მხარეს. ისინი (“ქართული ოცნება”) დგანან ამ 5 ათას პოლიციელზე, რომელთაგანაც ბევრი ჩვენს მხარეს გადმოვა. სხვა დასაყრდენი არავინ ჰყავს.

4-ში ვიწყებთ, 4-შივე დამთავრდება ყველაფერი, დამიჯერეთ. 5-ში “ქართული ოცნება” უკვე აღარ უნდა იყოს მთავრობაში”, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე