გიგი უგულავა - გულწრფელად გამიხარდა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გათავისუფლება, არც დაჭერას ეკითხებიან პატიმარს და არც გამოსვლას, წერტილი - რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს, „ლელო“ დამთავრდა მაშინ, როცა 4 ოქტომბრის ფარსში გადაწყვიტეს მონაწილეობა

ძალიან და გულწრფელად გამიხარდა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გათავისუფლება - მათი დაჭერაც პოლიტიკური აქტი იყო, გამოშვებაც. არც დაჭერას ეკითხებიან პატიმარს და არც გამოსვლას , - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ აღნიშნა, რითაც „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალებას გამოეხმაურა.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, „ლელო“ დამთავრდა მაშინ, როცა 4 ოქტომბრის ფარსში გადაწყვიტეს მონაწილეობა და ეს არჩევანი მათ დაჭერამდე გააკეთეს.

“ძალიან და გულწრფელად გამიხარდა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გათავისუფლება. ან საერთოდ როგორ შეიძლება ადამიანს არ გაგიხარდეს უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლება და რომ ისინი უკანონო, პოლიტიკურ ტყვეობაში იყვნენ, ამაზე საერთოდ არ ვდავობთ, ცხადია, თუ “ქოცი” არ ხარ. ამიტომ ამ ნაწილში უსინდისობაა ადამიანს რაიმე აძახო. მათი დაჭერაც პოლიტიკური აქტი იყო, გამოშვებაც. არც დაჭერას ეკითხებიან პატიმარს და არც გამოსვლას. აქ წერტილი.

პოლიტიკურ მხარეს რაც შეეხება, ჩემთვის „ლელო“ დამთავრდა მაშინ, როცა 4 ოქტომბრის ფარსში გადაწყვიტეს მონაწილეობა და ეს არჩევანი მათ დაჭერამდე გააკეთეს. ეს უპატიებელი, ისტორიული და ამორალური შეცდომაა. ამ შეცდომის შედეგებს, სამწუხაროდ, ქვეყანა და თითოეული ჩვენგანი კიდევ მოვიმკით. სამწუხაროდ, არც იმის მჯერა, რომ უარს იტყვის „ლელო“ 4 ოქტომბრის ბელარუსიზაციის გაფორმებაში მონაწილეობაზე. ძალიან გამიხარდებოდა, მაგრამ არ მჯერა. თავისუფლება რეჟიმის ყველა ტყვეს!“- წერს უგულავა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე