კახა კალაძე - პრეზიდენტის გადაწყვეტილება ჰუმანური აქტია, მან შეიწყალა 2 დამნაშავე - თუ მათ სურვილი აქვთ, ჩაიკეტონ და აღარ გამოვიდნენ, კაცო, კი არავინ აძალებს

პრეზიდენტმა შეიწყალა 2 დამნაშავე - თუ მათ აქვთ სურვილი, ჩაიკეტონ და აღარ გამოვიდნენ კაცო, კი არავინ აძალებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერების შეწყალებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ ყაველაშვილის ეს გადაწყვეტილება ჰუმანური აქტია.

„პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ჰუმანური აქტია. მან შეიწყალა 2 დამნაშავე. ზოგადად, ციხეში არავის გაშვება არ მიხარია, რატომ უნდა გიხაროდეს ადამიანს ვიღაცის დაპატიმრება, მაგრამ მგონია, რომ უფრო მეტი პატივისცემა უნდა იყოს სახელმწიფო ინსტიტუციების მიმართ.

რას ნიშნავს მათი ნების წინააღმდეგ [იწყალებს]?! თუ მათ აქვთ სურვილი, ჩაიკეტონ და აღარ გამოვიდნენ კაცო, კი არავინ აძალებს. პრეზიდენტს აქვს ამის უფლება, რომ მიიღოს გადაწყვეტილება. პრეზიდენტმა ახსნა თუ რა არის მიზანი. პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება და გაათავისუფლა იმ პოლიტიკური პარტიების ლიდერები, ვინც არჩევნებში იღებს მონაწილეობას. ძალიან მარტივია,“ - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, მიხეილ ყაველაშვილმა პარტია - „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა. როგორც ყაველაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, "მიუხედავად სხვადასხვა გარემოებებისა, პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო, რათა არავის დარჩეს იმის თქმის საბაბიც კი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეზღუდული კონკურენტუნარიანობის პირობებში ტარდება".

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე