კახა კალაძე - ბურჭულაძე და ხაბეიშვილი საოცარი „პარაა“, ზიტა და გიტა - ვინც კანონის წინააღმდეგ წასვლას გაბედავს, კანონის ფარგლებში ძალიან მკაცრად იქნება დასჯილი

ბურჭულაძე და ხაბეიშვილი საოცარი „პარაა“, ზიტა და გიტა. არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში რაიმე არეულობა მოაწყოს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით, „რუსთაველის გამზირის“ ლიდერის, პაატა ბურჭულაძის მოწოდებას გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, ვინც კანონის წინააღმდეგ წასვლას გაბედავს, ძალიან მკაცრად იქნება დასჯილი.

„ბურჭულაძე და ხაბეიშვილი საოცარი „პარაა“, ზიტა და გიტა. არავის არ მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში რაიმე არეულობა მოაწყოს. ვინც გაბედავს კანონის წინააღმდეგ წასვლას, ძალიან მკაცრად იქნება დასჯილი, კანონის ფარგლებში.

ზოგადად რაც შეეხება ოპოზიციას, შეიძლება ითქვას, რომ ძალიან კარგად იციან რეალურად რა ხდება ქვეყანაში. არანაირი შანსი არ აქვთ იმის, რომ საზოგადოებაში მოიპოვონ გარკვეული მხარდაჭერა. „ქართული ოცნება“ ყველა ოლქში, ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს როგორ მერების თვალსაზრისით, ასევე საკრებულოებში“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, პაატა ბურჭულაძემ გააკეთა განცხადება და საზოგადოებას 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, 4 ოქტომბერს, 16:00 საათზე რუსთაველზე გაიმართება „სახალხო კრება“, სადაც გადაწყდება, რომ საქართველო ეკუთვნის ქართველ ხალხს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა