სტუ-ის მეცნიერ-მკვლევართა ჯგუფი ჭიათურაში ეკოსისტემების მდგრადი განვითარების მიზნით კომპლექსურ კვლევას ატარებს

ჭიათურის მუნიციპალიტეტში პირველად ხორციელდება, ეკოსისტემებისა და სასურსათო პროდუქტების მანგანუმით დაბინძურების რისკების შეფასების მიზნით, კომპლექსური მეცნიერული კვლევა. ჩვენი მიზანია, შევაფასოთ ბუნებრივი და ანთროპოგენური გეოლოგიური და ჰიდროლოგიური პროცესების რისკები, მოვახდინოთ საშიში გეოლოგიური პროცესების იდენტიფიკაცია, ნიადაგის ეროზიის პროგნოზირებისათვის მეთოდოლოგიის ციფრული მოდელების გამოყენებით დავამუშაოთ, შევიმუშაოთ ეროზიის საწინააღმდეგო პრევენციული, ინოვაციური, საინჟინრო ღონისძიებები და რაც მთავარია, შევადგინოთ შესაბამისი მასშტაბის საფრთხეების ზონირების რუკა, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიური ინსტიტუტის მეცნიერი, გულჩინა კუჭავა აცხადებს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციით, სტუ-ის მეცნიერ-მკვლევართა ჯგუფი საგრანტო პროექტის - „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ეკოსისტემების და სასურსათო პროდუქტების მანგანუმით დაბინძურებისა და სტიქიური მოვლენების რისკების მინიმიზაცია ნიადაგის დეგრადაციის შემცირების მიზნით“, ფარგლებში ჭიათურის მუნიციპალიტეტის კომპლექსური კვლევას ატარებენ.

მათივე ცნობით, მეცნიერები: გულჩინა კუჭავა (პროექტის ხელმძღვანელი), ლალი შავლიაშვილი (კოორდინატორი), მკვლევრები გივი გავარდაშვილი და გიორგი კორძახია, ახალგაზრდა მეცნიერები ეკატერინა შუბლაძე და ზურაბ რიკაძე, შეიმუშავებენ რეკომენდაციებს, რომელთა განხორციელების საფუძველზე შესაძლებელი იქნება მუნიციპალიტეტში არსებული ეკოლოგიური პრობლემების გამოვლენა და მათი გავლენის შეფასება როგორც ეკოსისტემებზე, ისე სასურსათო პროდუქტებზე. ასევე, პროექტის მიზანია ნიადაგის დეგრადაციის შემცირებისთვის ეფექტური გზების მოძიება.

სტუ-ის ჰიდრომეტეოროლოგიური ინსტიტუტის მეცნიერის ლალი შავლიაშვილის განცხადებით კვლევა აქტუალური, ინოვაციური და პრიორიტეტულია. რეგიონში არსებული მანგანუმის დაბინძურების კერები დეტალურად იქნება შესწავლილი და განისაზღვრება მათი ზეგავლენა ეკოსისტემებსა და სასურსათო პროდუქტებზე. შემუშავდება და გაიცემა ბუნებრივი საფრთხეების დონეებისა და ეროზიის საწინააღმდეგო რეკომენდაციები ნიადაგის დეგრადაციის მინიმიზაციისათვის, მოხდება საშიში გეოლოგიური პროცესების ინვენტარიზაცია, განისაზღვრება მოსალოდნელი საშიშროები და მასთან დაკავშირებული რისკები.

„ჭიათურის მუნიციპალიტეტი უნიკალური ბუნებრივი გარემოთია გამორჩეული, თუმცა მანგანუმის ინტენსიურმა მოპოვებამ სერიოზული ეკოლოგიური პრობლემები წარმოშვა. ჩვენი კვლევის მიზანია სწორედ ამ გამოწვევების სამეცნიერო ანალიზი და ისეთი რეკომენდაციების შემუშავება, რომლებიც პრაქტიკულად გამოყენებადი იქნება როგორც ადგილობრივი თვითმმართველობისთვის, ისე სოფლის მეურნეობაში ჩართული მოსახლეობისთვის. მნიშვნელოვანია, რომ მიღებული შედეგები არა მხოლოდ ნიადაგის დეგრადაციის შემცირებას, არამედ ეკოსისტემების სისუფთავის აღდგენას და მომავალში სტიქიური მოვლენების პრევენციასაც შეუწყობს ხელს“, - აცხადებს ლალი შავლიაშვილი.

სტუ-ის მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიხეილ ჯანიკაშვილის თქმით, პროექტის შედეგები არ შემოიფარგლება მხოლოდ კვლევითი მიზნებით, არამედ მათი გამოყენება შესაძლებელი იქნება პრაქტიკულ დონეზეც, მიღებული რეკომენდაციები კი მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ადგილობრივი გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ეკოსისტემების მდგრადობის განმტკიცებას.

„ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთი მთავარი მისიაა ქვეყნის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონების პრობლემებზე რეაგირება და ინოვაციური სამეცნიერო კვლევების განხორციელება. ჭიათურის მაგალითზე ჩვენ ვხედავთ, თუ რამდენად აუცილებელია გარემოსდაცვითი საკითხების სიღრმისეული შესწავლა და პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავება. ეს პროექტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, არამედ ზოგადად ქვეყნის მდგრადი განვითარების სტრატეგიის თვალსაზრისითაც. ვამაყობ ჩვენი მეცნიერებით, რომლებიც რეალურ გამოწვევებს ცოდნისა და კვლევის საფუძველზე პასუხობენ“, - აცხადებს მიხეილ ჯანიკაშვილი.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია