ანდრეი სიბიგა დონეცკში მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმაზე - რუსეთს მხოლოდ სიკვდილი, საშინელება და ნგრევა მოაქვს - მოვუწოდებთ მსოფლიოს, აიმაღლოს ხმა და იმოქმედოს

ეს საზარელი დანაშაული მსოფლიო მასშტაბით დაგმობას და მოქმედებას მოითხოვს. მოვუწოდებთ მსოფლიოს, დაუყოვნებლივ აიმაღლოს ხმა და იმოქმედოს, - ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა დონეცკის ოლქის სოფელ იაროვაში პენსიის მისაღებად რიგში მყოფ ადამიანებზე რუსების მიერ განხორციელებულ თავდასხმას, რასაც 21 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მისი თქმით, ეს საზარელი დანაშაული მსოფლიო მასშტაბით დაგმობას და მოქმედებას მოითხოვს.

„მოვუწოდებთ მსოფლიოს, დაუყოვნებლივ გამოხატოს თავისი აზრი და იმოქმედოს. მოვუწოდებთ ევროპელ პარტნიორებს, შეერთებულ შტატებს, „დიდი ოცეულის“ წევრებს და ყველას, ვინც აფასებს ადამიანის სიცოცხლეს და გაერო-ს ქარტიას, მიიღონ ზომები“, - წერს სიბიგა.

მისი თქმით, უკრაინა ყველა პარტნიორს და საერთაშორისო ორგანიზაციას აწვდის ინფორმაციას ამ საშინელი დანაშაულის დეტალებს.

„ველით მკაცრ რეაგირებას. რუსი დამნაშავეები უნდა დაისაჯონ ამ და სხვა სისასტიკისთვის. რუსეთს მხოლოდ სიკვდილი, საშინელება და ნგრევა მოაქვს. კოლექტიურ და გადამწყვეტ მოქმედებას, მათ შორის დამანგრეველი სანქციებით ზეწოლას და უკრაინის თავდაცვისა და მდგრადობის დამატებით მხარდაჭერას, შეუძლია და უნდა შეაჩეროს რუსული ტერორი“, - წერს სიბიგა.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა