პრემიერი - გუშინ დაკავებული იყო 3 ადამიანი, ერთი არის „ნაცი“ აქტივისტი, „ტიტუშკა“, ორი ჩვენი პარტიის მხარდამჭერი - სამართალი ყველას მიმართ თანაბრად უნდა მოქმედებდეს, დანარჩენს გადაწყვეტს სასამართლო

დანაშაული არის დანაშაული, დანაშაულისთვის ნებისმიერი ადამიანი უნდა დაისაჯოს. გუშინ დაკავებული იყო 3 ადამიანი, 1 არის „ნაცი“ აქტივისტი, „ტიტუშკა“, 2 არის ჩვენი ორგანიზაციის, პარტიის მხარდამჭერი , - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც იმ ფაქტზე ისაუბრა, რომ 8-9 სექტემბერს, მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით 3 პირი დააკავეს.

პრემიერის თქმით, სამართალი ყველას მიმართ თანაბრად უნდა მოქმედებდეს.

„დანაშაული არის დანაშაული, დანაშაულისთვის ნებისმიერი ადამიანი უნდა დაისაჯოს. გუშინ დაკავებული იყო 3 ადამიანი, 1 არის „ნაცი“ აქტივისტი, „ტიტუშკა“, 2 არის ჩვენი ორგანიზაციის, პარტიის მხარდამჭერი. სამართალი ყველას მიმართ უნდა მოქმედებდეს თანაბრად, დანარჩენს გადაწყვეტს სასამართლო. ვინც ჩაიდენს დანაშაულს, ყველას მიმართ უნდა მოქმედებდეს კანონი“,- აღნიშნა პრემიერმა.

რაც შეეხება უშუალოდ "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ბრალდებით დაკავებული ირმა (მეგი) დიასამიძესთან დაკავშირებულ კითხვას, პრემიერის თქმით, სხვისი ქონების დაზიანება, იმ შემთხვევაში თუ 150 ლარის ზევით ღირებულების არის ნივთი, სისხლის სამართლის დანაშაულია, ეს კანონი კი 35 წელია, რაც მოქმედებს“.

რაც შეეხება სასჯელს, კობახიძის თქმით, ამას სასამართლო გადაწყვეტს.

„მე არ ვიცი, 5 წელი იქნება, თუ რამდენი. ამას გადაწყვეტს სასამართლო. თავისთავად, 35 წელია ასეთი რამ ითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად, ჩვენ არ მოგვიგონია. სხვისი ქონების დაზიანება, 150 ლარის ზევით ღირებულების თუ არის შესაბამისი ნივთი, სისხლის სამართლის დანაშაულია, ჩვენ არ მოგვიგონია, 35 წელია ასე ითვლება“,- აღნიშნა პრემიერმა.

ჟურნალისტის კითხვას, რომ არ ყოფილა ჯერ მსგავსი საქმე, პრემიერი პასუხობს: „თუ არ ყოფილა, ალბათ, პრეცედენტია“.

ინფორმაციისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 8-9 სექტემბერს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, 3 პირი დააკავა.

უწყების ცნობით, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1965 წელს დაბადებული ზ.მ. და 2003 წელს დაბადებული ი.ბ., ხოლო, ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით დაკავებულია 2002 წელს დაბადებული ი.დ. გამოძიების თანახმად, დაკავებულმა ზ.მ.-მ და ი.ბ.-მ 8 სექტემბერს, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მსვლელობისას, აქციის მონაწილეებზე ფიზიკურად იძალადეს. რაც შეეხება ი.დ.-ს მან მელიქიშვილის გამზირზე, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის საარჩევნო ბანერი დააზიანა.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე