ირაკლი კობახიძე - არის 28 მუნიციპალიტეტი, სადაც ერთი კაციც ვერ შეარჩია მერობის კანდიდატად ორმა პარტიამ ერთად, ესენი არ არიან პარტიები, არიან გარედან დაფინანსებული რადიკალური აგენტურული დაჯგუფებები

არის 28 მუნიციპალიტეტი, სადაც ერთი კაციც ვერ შეარჩია მერობის კანდიდატად ორმა პარტიამ ერთად, ესენი არ არიან პარტიები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ისინი არიან „გარედან დაფინანსებული რადიკალური აგენტურული დაჯგუფებები“, შესაბამისად, მათ არ აქვთ საზოგადოებაში არავითარი მხარდაჭერა.

„ესენი არ არიან პარტიები. ესენი არიან გარედან დაფინანსებული რადიკალური დაჯგუფებები, პარტიებიც კი არ არიან. მთელი ქვეყნის მასშტაბით სტრუქტურებიც კი არ აქვთ, აქედან გამომდინარე, არავის უკვირს ის, რომ მერობის კანდიდატი ერთი კაციც ვერ შეარჩიეს. არის 28 მუნიციპალიტეტი, სადაც ერთი კაციც ვერ შეარჩია ორმა პარტიამ ერთად. ესენი არ არიან პარტიები. ესენი არიან გარედან დაფინანსებული რადიკალური აგენტურული დაჯგუფებები, შესაბამისად, მათ არ აქვთ საზოგადოებაში არავითარი მხარდაჭერა და ამის გამოხატულებაა ის, რომ 28 შემთხვევაში ორმა პარტიამ ერთად ერთი კანდიდატიც კი ვერ იპოვა“, - განაცხადა პრემიერმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა