ირაკლი კობახიძე გერმანიის ელჩზე - ფიშერი იმდენად ტრაგიკული პიროვნებაა, რომ გაძევება მისთვის იქნებოდა საჩუქარი - როცა ხაზარაძის მდგმური ხარ, მეტი ტრაგედია რა არის, არ ვიცი

ფიშერი იმდენად ტრაგიკული პიროვნებაა, რომ გაძევება მისთვის იქნებოდა საჩუქარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოში გერმანიის ელჩ პეტერ ფიშერთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან განაცხადა.

კობახიძე მიიჩნევს, რომ გერმანიის ელჩი ტრაგიკულ მდგომარეობაშია.

„ფიშერი არის ტრაგიკულ მდგომარეობაში, ფიშერის დაცვაც ტრაგიკული აქტია, თუმცა არ მინდა ამაზე განსაკუთრებული კომენტარები გავაკეთო. იმდენად ტრაგიკული პიროვნებაა, რომ გაძევება მისთვის იქნებოდა საჩუქარი. ტრაგიკულია - როდესაც ხაზარაძის მდგმური ხარ, მეტი ტრაგედია რა არის, არ ვიცი,“ - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რომ გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა საქართველოს მიმართულებასთან დაკავშირებით დიდი შეშფოთება გამოხატა. „კარგი საუბარი მქონდა ევროპის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრთან, გიუნტერ კრიხბაუმთან. დიდი შეშფოთება გამოხატა საქართველოს მიმართულებასთან დაკავშირებით, - წერს საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.მისი განცხადებით, ევროპის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა მის მიმართ, როგორც ელჩის მიმართ, გერმანიის მთავრობის სრული მხარდაჭერა გამოხატა.„რა თქმა უნდა, გერმანია უარყოფს პოლიტიკურ ძალადობას. ეს საჯაროდ განვაცხადე საქართველოში. საპირისპიროს მტკიცება არასწორია, სიმართლე არ არის“, - წერს დიპლომატი.

ავთანდილ წულაძე - ეს წელი რუსეთისთვის ძალიან რთული იქნება და არაა გამორიცხული, რუსეთში მოვლენები მოულოდნელი სცენარებითაც კი განვითარდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება