აშშ-მა ბელარუსული ავიაკომპანია Belavia-ს წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მოხსნა

ალექსანდრე ლუკაშენკო აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელს შეხვდა, - ინფორმაციას ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენლის, ჯონ კოულის განცხადებით, აშშ-მა ავიაკომპანია Belavia-ს წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მოხსნა.

„ჩვენ მოუთმენლად ველით ბელარუსის რესპუბლიკასა და აშშ-ს შორის ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებას და მზად ვართ ამისთვის ყველაფერი გავაკეთოთ. მსურს, აქ განვაცხადო, რომ ჩვენ Belavia-ს წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მოვხსენით. ეს ოფიციალურია“, - განაცხადა ჯონ კოულმა.

შეხვედრაზე კოულმა ლუკაშენკოს დონალდ ტრამპისგან წერილი გადასცა.

ალექსანდრე ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ბელარუსს აშშ-თან ეკონომიკური თვალსაზრისით ურთიერთობის დიდი ინტერესი აქვს.

„ვფიქრობ, თქვენ ეკონომიკური სფეროს თვალსაზრისით ინტერესები ბელარუსში გაქვთ და ბელარუსის მეშვეობით რუსეთში. ბუნებრივია, რომ ეკონომიკის მხრივ თქვენს გლობალურ სახელმწიფოსთან დიდი ინტერესი გვაქვს“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა