ირაკლი კობახიძე - იმედი მაქვს, როცა საქართველოში აშშ-ის ელჩი დაინიშნება, საბოლოოდ, საელჩო ჩადგება ტრამპის ადმინისტრაციის სამსახურში და არა „დიფ სთეითის" სამსახურში, როგორც ამას ყოფილი ელჩები აკეთებდნენ

იმედი მაქვს, როცა საქართველოში აშშ-ის ელჩი დაინიშნება, საბოლოო ჯამში, საელჩო ჩადგება ტრამპის ადმინისტრაციის სამსახურში და არა “დიფ სთეითის" სამსახურში, როგორც ამას გასული წლების განმავლობაში ყოფილი ელჩები აკეთებდნენ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

აღნიშნულით, კობახიძემ უპასუხა კითხვას, დაინტერესდება თუ არა აშშ-ს საელჩო ცინიკური განცხადებებით, რომელიც ჩარლ კირკის მკვლელობასთან დაკავშირებით გაკეთდა.

„როგორც კი აშშ-ის საელჩო ჩამოყალიბდება, თუ ვის ემსახურება - ემსახურება ტრამპის ადმინისტრაციას, თუ “დიფ სთეითს", მაშინვე ექნება რეაგირება ასეთ ფაქტებზე.

ვნახოთ, როგორ ჩამოყალიბდება საბოლოო ჯამში საელჩო. დღეს ელჩი დანიშნული არ არის, ამიტომ არის გარკვეული კუთხით ბუნდოვანება საელჩოში. იმედი მაქვს, როცა ელჩი დაინიშნება, საბოლოო ჯამში, საელჩო ჩადგება ტრამპის ადმინისტრაციის სამსახურში და არა “დიფ სთეითის” სამსახურში, როგორც ამას აკეთებდნენ ყოფილი ელჩები გასული წლების განმავლობაში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება