ირაკლი კობახიძე - ზურაბ ფარჯიანმა პირდაპირ სიხარული გამოხატა 31 წლის კაცის შემზარავ მკვლელობასთან დაკავშირებით, ამის გაგრძელებაა გედი ფოფხაძე, ესაა „ნაცის" სახე - „ნაცი" არის ბნელი, გედი ფოფხაძე არაფრად არ ღირს

ზურაბ ფარჯიანმა, ე.წ. მოაზროვნემ პირდაპირ სიხარული გამოხატა 31 წლის კაცის შემზარავ მკვლელობასთან დაკავშირებით, ამის გაგრძელებაა გედი ფოფხაძე, ესაა „ნაცის" სახე - „ნაცი" არის ბნელი, შესაბამისად, მისთვის ნებისმიერი საუბარი მკვლელობასთან დაკავშირებით არის სრულიად ახლოს მდგომი მოვლენა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, თავისი განცხადებით გედევან ფოფხაძემ „კიდევ ერთხელ აჩვენა რადიკალური ოპოზიციის სახე“.

„გედი ფოფხაძე არის ადამიანი, რომელიც არავითარ კომენტარს არ იმსახურებს. მთავარი არის ის, რომ ამით ამ ადამიანმა კიდევ ერთხელ აჩვენა „ნაცის" და რადიკალური ოპოზიციის სახე. კონკრეტული „ნაცები", როგორებიც არიან ზურაბ ფარჯიანი, საბა ბრაჭველი, ნათია ჭკუასელი და სხვები, პირდაპირ სიცილით და სიხარულით შეხვდნენ ახალგაზრდა კაცის შემზარავ მკვლელობას აშშ-ში. ამის შემდეგ რამდენიმე საათში გედი ფოფხაძე, ამ ადამიანების კიდევ ერთი გაგრძელება, აკეთებს ასეთ განცხადებას. გედი ფოფხაძეზე კომენტარის გაკეთებაც კი დროის ფუჭი ხარჯვაა, არაფრად არ ღირს ეს ადამიანი, მაგრამ ეს არის „ნაცის" სახე, რაც კიდევ ერთხელ აჩვენა გედი ფოფხაძემ. მან გააგრძელა ის ხაზი, რომელიც გვაჩვენა მანამდე ზურაბ ფარჯიანმა, ე.წ. მოაზროვნემ, პირდაპირ სიხარული გამოხატა 31 წლის კაცის შემზარავ მკვლელობასთან დაკავშირებით, ამის გაგრძელებაა გედი ფოფხაძე, ესაა „ნაცის" სახე - „ნაცი" არის ბნელი, შესაბამისად, მისთვის ნებისმიერი საუბარი მკვლელობასთან დაკავშირებით არის სრულიად ახლოს მდგომი მოვლენა. ეს არის ერთადერთი, რა კომენტარიც შეიძლება გაკეთდეს გედი ფოფხაძეზე და მის სულიერ მეგობრებზე, როგორებიც არიან ზურაბ ფარჯიანი, საბა ბრაჭველი და სხვები - „ნაცი" არის ასეთი", - განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, გედევან ფოფხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა, რომ ხელისუფლების ფიზიკური განადგურება არ ეწყინება.

„გულწრფელად გეტყვით, მაგათი არავის ფიზიკური განადგურება არ მეწყინება. ივანიშვილი არის ჩემთვის ნაძირალა და გარეწარი და თუ ივანიშვილის ბენზინს გადაასხამენ და ცეცხლს წაუკიდებენ, მე ეს არ მეწყინება... გულწრფელად გეუბნებით. მაგათმა გააჩინეს ეს ემოცია ჩემში, ეს არ არის ის ემოცია, რომელიც ჩემგან მოდის. მე ხომ ვიცნობ ბიძინას, ჭიქა აგვიწევია ერთად, ურთიერთობა გვქონია, დავლაპარაკებივარ და კაცს რომ ამ კონდიციამდე მიიყვან, რომ ამას მაფიქრებინებ...“, - განაცხადა ფოფხაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები