ნიკა გვარამია - ჩვენი კოალიციის გარეთ დარჩენილი ლიდერიც დააპატიმრეს, ახლა უკვე ოთხივე ციხეში ვართ - „ქოცები“ რაც უარესს იზამენ, მით უარესი მათთვის და უკეთესი ქვეყნისთვის, მიდით, მიაწექით „ანტიქართულო ოცნება“

„ჩვენი კოალიციის გარეთ დარჩენილი ლიდერიც დააპატიმრეს. ახლა უკვე ოთხივე ციხეში ვართ.

ელენე მაგარია, ყველაზე მაგარი! ეგ კი გაუძლებს!

„ქოცები“ კი, რაც უარესს იზამენ, მით უარესი მათთვის და უკეთესი ქვეყნისთვის. მიდით, მიაწექით "ანტიქართულო ოცნება", ბოლომდე გაიფარჩაკეთ თავი!

"იმედია მალე გამოუშვებენ" -ს რატომ არ ვწერ, მართლა იმედია, რომ ხვდებით. ლოტოტრონის სამართალში "დაჭერა" მოვარდება თუ "გირაო", მაგაზე მკითხაობით ვერ დავკავდები.

თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს!

ოლიგარქია უნდა დაემხოს!“, - წერს გვარამია.

ცნობისთვის, ელენე ხოშტარიამ 14 სექტემბერს, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, მის ბანერს გაუკეთა წარწერა „რუსული ოცნება“. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელში მან თავადვე გაავრცელა და განაცხადა, რომ ამ ფორმით სოლიდარობას უცხადებს მეგი დიასამიძეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ სწორედ კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე დააკავეს.

ემილ ავდალიანი - საქართველო ცდილობს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კავშირების გაღრმავებით შუა დერეფნის პროექტში მეტად განიმტკიცოს თავისი ადგილი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
Google-მა საქართველოში Coob Ads-ს Official Google Ads Sales Representative-ის სტატუსი მიანიჭა
თბილისის ზღვასთან თანამედროვე ეკოსისტემის მრავალფუნქციური დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი გაიხსნა
„ტოიოტა კავკასიამ“ სრულიად ახალი, მეექვსე თაობის Toyota RAV4 წარადგინა
სისხლის ავთვისებიანი დაავადებების ექსპერტული მკურნალობა Acıbadem Healthcare Group-ში