ვოლოდიმირ ზელენსკი - ვიმედოვნებთ, რუსული დრონების პოლონეთში შეჭრის შემდეგ მსოფლიო დასკვნებს გამოიტანს

რუსული დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის შემდეგ, მსოფლიო დასკვნებს გამოიტანს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„ყოველდღე გრძელდება რუსული ტერორი და ყოველდღე რუსები გამორიცხავენ ომის დასრულების - ცეცხლის შეწყვეტის და მშვიდობაზე რეალური საუბრის შესაძლებლობას. ჩვენ, უკრაინაში, დადებითად აღვიქვით ამერიკის შეერთებული შტატებისა და პრეზიდენტ ტრამპის ყველა წინადადება ამ დარტყმებისა და მკვლელობების დასრულებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინამ ომის დასასრულებლად სხვადასხვა ფორმატის ინიცირება მოახდინა.

„მკვლელობით სწორედ პუტინია დაინტერესებული. ეს ომი ყოველდღე მხოლოდ მისი ომია - მხოლოდ რუსეთის ომი. ვიმედოვნებთ, რომ მსოფლიო აქედან დასკვნებს გამოიტანს. განსაკუთრებით პოლონეთში დრონების შეჭრის შემდეგ, ქვეყანაში, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანია მთელი ევროპის უსაფრთხოებისთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ევროპაშიც ნამდვილად იგრძნონ, რომ როდესაც საქმე ეხება რუსეთს ეხება, საქმე არ ეხება მის ამა თუ იმ მეზობელს - საქმე ეხება ყველა მათგანს.

„წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთი გამოიტანს დასკვნებს და მხოლოდ გააფართოვებს ომს და არა აუცილებლად კონკრეტულად უკრაინის წინააღმდეგ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!