ფრიდრიხ მერცი - ომის დასრულება უკრაინის პოლიტიკური სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე დაუშვებელია - ნაკარნახევი მშვიდობა, პუტინს წაახალისებს და ახალი სამიზნის პოვნის საშუალებას მისცემს

უკრაინაში ომის დასრულება კიევის პოლიტიკური სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე დაუშვებელია, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას ჩვენს ცხოვრებაზე კონკრეტული გავლენა აქვს. გვსურს, რომ ეს ომი დასრულდეს, მაგრამ არსებობს საშიშროება, რომ ეს ომი გარკვეული დროის განმავლობაში გაგრძელდება. მისი უკრაინის პოლიტიკური სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე დასრულება დაუშვებელია“, - განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.

მისი თქმით, „ნაკარნახევი მშვიდობა, პუტინს წაახალისებს და ახალი სამიზნის პოვნის საშუალებას მისცემს“.

ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას მერცმა რუსული დრონების პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრა დაგმო.

„პუტინი ჩვენს საზღვრებს დიდი ხანია ცდის. რუსეთს ჩვენი თავისუფალი საზოგადოებების დესტაბილიზაცია სურს. ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს