ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე - რა უნდათ, რა ელანდებათ? მიტინგი თუ უნდათ, ხელს არავინ შეუშლით, მაგრამ თუ სისხლისღვრა, ნგრევა და ცეცხლი, კანონი პასუხს გასცემს - აბსურდულ ჟანრში გადის ხელისუფლების გადაბარებაზე მოთხოვნა

რა უნდათ, რა ელანდებათ [ოპოზიციას]? - მიტინგი თუ უნდათ, ამას ხელს არავინ შეუშლის, მაგრამ თუ სისხლისღვრა, ნგრევა და ცეცხლი უნდათ, კანონი შესაბამისს პასუხს გასცემს - აბსურდულ ჟანრში გადის, მოთხოვნა ხელისუფლების გადაბარებაზე, არ ვიცი, რომელ ჟანრში წერია, „ხელისუფლება გადმოგვეცით, რომ მშვიდობიანად დაგამხოთო“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა, ჟურნალისტებთან 4 ოქტომბერს დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, 4 ოქტომბერს არჩევნები თავისი გზით ჩატარდება, აქციის მონაწილეები კი, თავის მიტინგს ჩაატარებენ.

„4 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები იქნება. ასევე რუსთაველის გამზირზე იქნება იმ ხალხის გარკვეული ნაწილი, ვისაც არჩევნები არ უნდა. ამით, ყველაფერი დამთავრდება - არჩევნები თავისი გზით ჩატარდება, ისინი კი, თავის მიტინგს ჩაატარებენ. კანონდარღვევაზე რეაგირება იქნება. რა უნდათ, რა ელანდებათ? - მიტინგი თუ უნდათ, ამას ხელს არავინ შეუშლის, მაგრამ თუ სისხლისღვრა, ნგრევა და ცეცხლი უნდათ, კანონი შესაბამისს პასუხს გასცემს. მათ ფანტაზიებს შესაბამისი პასუხი გაეცემა, თუ კანონს დაარღვევენ. საქართველოში მიტინგის ჩატარება არავის უკვირს. აბსურდულ ჟანრში გადის, მოთხოვნა ხელისუფლების გადაბარებაზე. არ ვიცი, რომელ ჟანრში წერია - “ხელისუფლება გადმოგვეცით, მშვიდობიანად დაგამხოთო“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!