ლიეტუვამ რუსეთის აგენტების ჯგუფი გამოააშკარავა და დააკავა, რომლებიც ევროპაში ამანათების აფეთქებებს ახორციელებდნენ

ლიეტუვამ რუსეთის აგენტების ჯგუფი გამოააშკარავა და დააკავა, რომლებიც ევროპაში ამანათების აფეთქებებს ახორციელებდნენ.

ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას ლიეტუვის გენერალური პროკურატურა და კრიმინალური პოლიციის ბიურო ავრცელებს.

წინასწარი გამოძიების თანახმად, 2024 წლის ივლისში ლიეტუვის მოქალაქემ, ალექსანდრას შურანოვასმა თანამონაწილეებთან ერთად DHL და DPD სერვისების მეშვეობით ვილნიუსიდან ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ოთხი ამანათი გაგზავნა “ხელნაკეთი ასაფეთქებელ-ცეცხლგამჩენი მოწყობილობებით”.

ორი ამანათი DHL-ის სატვირთო თვითმფრინავებით დიდ ბრიტანეთში გაიგზავნა, დანარჩენები - DPD-ის სატვირთო მანქანებით პოლონეთში.

ერთ ამანათს გერმანიაში, ლაიფციგის აეროპორტში გაუჩნდა ცეცხლი, მეორეს - სატვირთო მანქანაში პოლონეთში, მესამეს - DHL-ის საწყობზე ბრიტანეთის ქალაქ ბირმინგემში. მეოთხე ამანათს, რომელიც პოლონეთში მიდიოდა, ცეცხლგამჩენი მოწყობილობის დეფექტის გამო ცეცხლი არ გაუჩნდა.

“წინასასამართლო გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული დანაშაულების ორგანიზებასა და მათი შესრულების კოორდინაციას რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები ახდენდნენ, რომლებსაც კავშირები აქვთ რუსეთის ფედერაციის სამხედრო-სადაზვერვო სამსახურებთან”, - ნათქვამია განცხადებაში.

დანაშაულების კოორდინატორებად დასახელებული არიან უკრაინის მოქალაქე დანიილ გრომოვი, რომელსაც რუსული პასპორტი გააჩნია იაროსლავ მიხაილოვის სახელზე, და ლიეტუვისა და რუსეთის მოქალაქე ტომას დოვგანას სტაბაჩინსკასი. კიდევ ერთი თანამონაწილე - რუსეთის მოქალაქე ანდრეი ბაბუროვი - საერთაშორისო ძებნაშია გამოცხადებული.

გამოძიების ამ ეტაპზე ეჭვმიტანილია 15 პირი, მათ შორის რუსეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და უკრაინის მოქალაქეები. გამოძიების ფარგლებში ლიეტუვაში, პოლონეთში, ლატვიასა და ესტონეთში 30-ზე მეტი ჩხრეკა ჩატარდა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე