Bloomberg - სლოვაკეთი და უნგრეთი რუსეთიდან ნავთობისა და გაზის იმპორტს ალტერნატიული წყაროების გარეშე არ შეამცირებენ

სლოვაკეთი და უნგრეთი რუსეთიდან ნავთობისა და გაზის იმპორტს ალტერნატიული წყაროების გარეშე არ შეამცირებენ, - ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.

სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრის, დენისა საკოვას განცხადებით, „შესაბამისი პირობები უნდა შეიქმნას“ იქამდე, სანამ ბრატისლავა რუსული ნავთობის იმპორტს შეწყვეტს.

„სანამ ამის ვალდებულებას სრულად ავიღებთ, აუცილებელია, რომ შესაბამისი პირობები შეიქმნას, წინააღმდეგ შემთხვევაში, რისკს ვქმნით, რომლითაც შეიძლება ჩვენს ეკონომიკასა და ინდუსტრიას სერიოზული ზიანი მივაყენოთ“, - განაცხადა სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრმა.

მისი თქმით, ალტერნატიული მარშრუტებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის აშენებაა საჭირო.

ამასთან, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის აპარატის ხელმძღვანელმა, გერგელი გულიაშმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა ევროკავშირის იმ ინიციატივებს არ დათანხმდება, რომლებიც უნგრეთის ენერგომომარაგებას საფრთხეს უქმნის.

შეგახსენებთ, 13 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „მზად არის რუსეთის წინააღმდეგ სერიოზული სანქციები დააწესოს, თუ ნატო-ს ყველა წევრი სახელმწიფო რუსეთიდან ნავთობის ყიდვას შეწყვეტს“.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო