ირაკლი კობახიძე - 4 წელიწადში განახევრდა სიღარიბე - ფიქსირდება ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი, რაც მოგვცემს საშუალებას, მალე დავუახლოვდეთ საშუალო ევროპულ სტანდარტებს

ძალიან მიხარია, რომ ჩვენ წელსაც შევინარჩუნეთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი, გასული 4 წლის განმავლობაში, საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 9.4 % და წლევანდელი საშუალო ზრდა შეადგენს 8%-ს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ფოთში განუცხადა.

მისივე თქმით, ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი, ქვეყანას მისცემს საშუალებას, რომ სწრაფად დაუახლოვდეს საშუალო ევროპულ სტანდარტებს ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით.

„ჩვენ მოვახერხეთ სწრაფი ტემპის შენარჩუნება ეკონომიკური განვითარების კუთხით. ეს არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი. სწორედ, ეკონომიკურმა განვითარებამ მოგვცა სხვადასხვა მიმართულებით მოსახლეობის, მათ შორის, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების საშუალება. მაგალითად, 4 წელიწადში განახევრდა სიღარიბე და პირველად დაფიქსირდა სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი - 9.4 %. რა თქმა უნდა, სწრაფი ეკონომიკური ზრდა ნიშნავს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, საშუალო ანაზღაურების ზრდას, სიღარიბის კიდევ უფრო მეტად შემცირებას და განსაკუთრებულად მოხარულები ვართ, რომ ფიქსირდება ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ჩვენ მალე დავუახლოვდეთ საშუალო ევროპულ სტანდარტებს ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით", - განაცხადა პრემიერმა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში