ლევან ბეჟაშვილი - ივანიშვილის რეჟიმში საკადრო გადაადგილებები შედეგს ვერ მოიტანს, იქნება ეს შევარდნაძის დროინდელი მინისტრების დანიშვნა, თუ ადგილობრივი ლიდერების - დასავლეთი არ თანამშრომლობს ავტოკრატიულ ხელისუფლებასთან

საკადრო გადაადგილებები ივანიშვილის რეჟიმში შედეგს ვერ მოიტანს, იქნება ეს შევარდნაძის დროინდელი მინისტრების დანიშვნა, თუ ადგილობრივი „ოცნების“ ლიდერების, დასავლეთი არ თანამშრომლობს ავტოკრატიულ ხელისუფლებასთან - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა ახალი ელჩების დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა.

ლევან ბეჟაშვილმა „ქართuლი ოცნების“ ხელისუფლების საგარეო ურთიერთობები შეაფასა როგორც ფიასკო.

„ჩვენი დასავლელი პარტნიორები, არცერთი სახელმწიფო, არ ურთიერთობენ ივანიშვილის ავტოკრატიულ რეჟიმთან, ამიტომ, ბუნებრივია, ისინი ცდილობენ, საკადრო გადაადგილებებით რაღაც მიმართებით გარკვეული ნაბიჯები გადადგან, მაგრამ, ცხადია, რომ არცერთი ჩვენი დასავლელი და ამერიკელი პარტნიორი არ აპირებს რეჟიმთან თანამშრომლობას. მათ არავინ არ ესაუბრება, ამიტომაც, ნებისმიერი საკადრო გადაადგილება, იქნება ეს შევარდნაძის დროინდელი მინისტრების დანიშვნა თუ ადგილობრივი “ოცნების” ლიდერების განმწესება საზღვარგარეთ, შედეგს არ მოიტანს. მთავარი, რაც უნდა შეასრულოს “ოცნებამ” არის ის, რაც ევროსაბჭომ და ევროკავშირმა განსაზღვრა, მათ უნდა გადადგან კონკრეტული ნაბიჯები, აღიარონ ქართველი ხალხის ნაბიჯები, აღიარონ ქართველი ხალხის სუვერენიტეტი, ხელისუფლების წყარო არის ქართველი ხალხი, დანიშნონ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და უზრუნველყონ ამ ქვეყანაში კანონიერება და სამართლიანობა“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ცნობისთვის, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ალექსანდრე კარტოზია დაინიშნა. ნატო-ში საქართველოს წარმომადგენლად კი - ირაკლი ბერაია.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ