დონალდ ტრამპი - თუ რუსეთი მზად არ იქნება ომის დასრულების შეთანხმებისთვის, აშშ მზად არის დაუწესოს ტარიფების ძალიან ძლიერი პაკეტი, მაგრამ ევროპული ქვეყნები უნდა შემოგვიერთდეთ

თუ რუსეთი მზად არ იქნება ომის დასრულების შეთანხმებისთვის, აშშ მზად არის დაუწესოს ტარიფების ძალიან ძლიერი პაკეტი, მაგრამ ტარიფები რომ ეფექტიანი იყოს, ევროპული ქვეყნები, უნდა შემოგვიერთდეთ იგივე ზომების შემოღებაში, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

ტრამპის თქმით, ყველას ეგონა, რომ რუსეთი ომს სამ დღეში მოიგებდა, მაგრამ ასე არ გამოვიდა, რაც რუსეთს კარგად არ წარმოაჩენს.

„დაუღალავად ვმუშაობ უკრაინაში მკვლელობების შესაჩერებლად. შვიდი ომიდან, რომელიც დავასრულე, მეგონა, რომ ეს ყველაზე მარტივი იქნებოდა პრეზიდენტ პუტინთან ჩემი ურთიერთობების გამო, რომელიც ყოველთვის კარგი იყო.

მეგონა, რომ ყველაზე მარტივი იქნებოდა, მაგრამ ომში არასდროს არ იცი, რა მოხდება. ყოველთვის ბევრი სიურპრიზია როგორც კარგი, ასევე ცუდი. ყველას ეგონა, რომ რუსეთი ამ ომს სამ დღეში მოიგებდა, მაგრამ ასე არ გამოვიდა. ეგონათ, რომ ერთი პატარა სწრაფი შეტაკება იქნებოდა. ეს კარგად არ წარმოაჩენს რუსეთს, ცუდად წარმოაჩენს მათ. მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდება ამ მომენტიდან, ეს რამდენიმე დღის ამბავი უნდა ყოფილიყო, ერთ კვირაზე ნაკლების და ისინი სამ წელიწად-ნახევარი იბრძვიან. და კლავენ 5-დან 7 ათას ახალგაზრდა ჯარისკაცს, ძირითადად ჯარისკაცებს, ორივე მხარეს. ყოველ კვირა - 5-დან 7 ათასამდე მკვდარი ახალგაზრდა ადამიანი.

და ზოგიერთ ქალაქში, გაცილებით ნაკლები ციფრებია, სადაც რაკეტებს ისვრიან, დრონები ვარდება…

ჩინეთი და ინდოეთი მიმდინარე ომის მთავარი დამფინანსებლები არიან რუსული ნავთობის შესყიდვების გაგრძელებით, მაგრამ, რაც უპატიებელია, ნატოს ქვეყნებმაც დიდად არ შეწყვიტეს რუსული ენერგეტიკისა და რუსული ენერგოპროდუქტების [შესყიდვა], რაც ორი კვირის წინ აღმოვაჩინე და არ გამიხარდა. დაფიქრდით, ისინი საკუთარი თავის წინააღმდეგ აფინანსებენ ომს. ეს ვის გაუგია?!

თუ რუსეთი მზად არ იქნება ომის დასრულების შეთანხმებისთვის, აშშ სრულიად მზად არის დაუწესოს ტარიფების ძალიან ძლიერი პაკეტი, რაც, ჩემი რწმენით, ძალიან სწრაფად დაასრულებს სისხლისღვრას. მაგრამ, ეს ტარიფები რომ ეფექტიანი იყოს, ევროპული ქვეყნები, აქ ვინც ხართ შეკრებილი, უნდა შემოგვიერთდეთ იგივე ზომების შემოღებაში”,-განაცხადა ტრამპმა.

ასევე თავის გამოსვლაში ტრამპმა თქვა, რომ გაერომ „არც კი სცადა დახმარება“ გლობალური კონფლიქტების დასრულებაში.

ტრამპმა ისაუბრა შვიდ ომზე, რომლებიც, მისი თქმით, მისი მეორე ვადის განმავლობაში დასრულდა და დასძინა, რომ ამაზე ხალხი ეუბნებოდა, რომ ეს კონფლიქტები „დაუსრულებელია“.

კერძოდ, მან ჩამოთვალა კონფლიქტები - კამბოჯასა და ტაილანდს; კოსოვოსა და სერბეთს; პაკისტანსა და ინდოეთს; ისრაელსა და ირანს; ეგვიპტესა და ეთიოპიას; სომხეთსა და აზერბაიჯანს; და „საშინელი ძალადობრივი ომი“ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და რუანდას შორის.

ის ამბობს, რომ არცერთ სხვა პრეზიდენტს „არასდროს არ გაუკეთებია მსგავსი რამ“. მისი თქმით, გაერომ არცერთ მათგანში „არც კი სცადა დახმარება“.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს