ზურაბ ჯაფარიძე - ყაველაშვილის ცირკში მონაწილე პარტიები გამოსვლას ჯონჯოლივით რომ ამატებთ, თითქოს პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვისაც იბრძვით, იქნებ მიამატოთ - „ჯაფარას გარდა“, თორემ მგონია, სიტყვის მასალად მიყენებთ

ყაველაშვილის ცირკში მონაწილე პარტიები ყოველ მეორე გამოსვლას ჯონჯოლივით რომ ამატებთ, თითქოს პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვისაც იბრძვით, იქნებ ბოლოში მიამატოთ ხოლმე - „ჯაფარას გარდა“, თორემ მგონია, რომ სიტყვის მასალად მიყენებთ და ამით ცდილობთ გააკეთილშობილოთ საკუთარი საქციელი,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, პატიმრობაში მყოფი ზურაბ ჯაფარიძის „ფეისბუქ“ გვერდზე წერს.

ჯაფარიძე აღნიშნულ პარტიებს მიმართავს და წერს: „ერთი თქვენ იბრძვით მაგისთვის და მეორე „ქოცები“ ევროინტეგრაციისთვის“.

„ყაველაშვილის ცირკში მონაწილე პარტიები ყოველ მეორე გამოსვლას ჯონჯოლივით რომ ამატებთ, თითქოს პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვისაც იბრძვით, იქნებ ბოლოში მიამატოთ ხოლმე - „ჯაფარას გარდა“, თორემ მგონია, რომ სიტყვის მასალად მიყენებთ და ამით ცდილობთ გააკეთილშობილოთ საკუთარი საქციელი.

ერთი თქვენ იბრძვით მაგისთვის და მეორე „ქოცები“ ევროინტეგრაციისთვის.

ჩემით ნუ მოიხოცავთ, მოკლედ“,- წერს ჯაფარიძე წერილში, რომელიც 17 სექტემბრით თარიღდება.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელიც ავტორიტარიზმს ვერ ეგუება, მაგრამ, დემოკრატიულად მართვის სისტემის შექმნის არც უნარი და არც ნება ჯერ არ აღმოაჩნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.06.2026
მსოფლიო ჩემპიონატის საკულტო მომენტები, რომლებიც „კოლორპაკმა“ და „ნიკორამ“ 11 განსხვავებულ შეფუთვაზე გააცოცხლეს
Mastercard Economics Institute-მა თბილისში ტურიზმისა და ეკონომიკური ტენდენციების შესახებ კონფერენცია გამართა