ირაკლი კობახიძე - შტატები დიდი ხნის წინ იყო გაბერილი, ამას ერთ პრემიერ-მინისტრს ვერ დავუკავშირებთ - ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიდგომა, არც ერთი შტატი არ უნდა იყოს ჭარბი და თითოეული თანამშრომელი ემსახურებოდეს საქმეს

ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიდგომა - არც ერთი შტატი არ უნდა იყოს ჭარბი და თითოეული თანამშრომელი უნდა ემსახურებოდეს საქმეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს თელავში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 700 მლნ დაიზოგა მხოლოდ სახელმწიფო საწარმოებში იმის ხარჯზე, რომ შეიცვალა პრაქტიკა და მათ შორის, კადრების ოპტიმიზაციის ხარჯზეც.

„რაც შეეხება პრივატიზაციის პრაქტიკას, სახელმწიფო საწარმოებს, 700 მლნ დაიზოგა მარტო სახელმწიფო საწარმოებში იმის ხარჯზე, რომ შეიცვალა პრაქტიკა და მათ შორის, კადრების ოპტიმიზაციის ხარჯზეც. ეს არის ჩემი პირობა. შტატები დიდი ხნის წინ იყო გაბერილი. აქ ერთ პრემიერ-მინისტრს ვერ დავუკავშირებთ ამას. ხან იყო ობიექტური, ხან სუბიექტური მიზეზი, ამაშიც არ მინდა შევიდე. ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიდგომა - არც ერთი შტატი არ უნდა იყოს ჭარბი და თითოეული თანამშრომელი უნდა ემსახურებოდეს საქმეს. ეს არის ჩვენი მიდგომა. არც ერთი ზედმეტი შტატი, თითოეული თანამშრომელი უნდა იყოს სრულად დატვირთული", - განაცხადა პრემიერმა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში