ირაკლი კობახიძე - ყველა რეიტინგით ევროკავშირის არაერთ ქვეყანას ვუსწრებთ - კანდიდატ ქვეყნებს შორის ჩვენი ლიდერობა არის აბსოლუტურად ეჭვგარეშე

კანდიდატ ქვეყნებს შორის ჩვენი ლიდერობა არის აბსოლუტურად ეჭვგარეშე, ამას ამტკიცებს ყველა ფაქტი და ყველა ობიექტური რეიტინგი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობების ფუნქციონირების გლობალური შეფასების ინდექსის კომენტირებისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ყველა რეიტინგით არა მხოლოდ კანდიდატ ქვეყნებს, არამედ ევროკავშირის არაერთ ქვეყანას უსწრებს.

„რომ შევადაროთ საქართველო კანდიდატ ქვეყნებს, ყველა მიმართულებით ჩვენ ვართ აბსოლუტური მოწინავე და არა მარტო კანდიდატ ქვეყნებს შორის. ყველა პარამეტრით, ყველა ინდექსით, ყველა რეიტინგით ევროკავშირის არაერთ ქვეყანას ვუსწრებთ. ეს არის საერთო მდგომარეობა, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში როგორც დემოკრატიული, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. ყველა მიმართულებით საქართველო არის მოწინავე ქვეყანა, არის ლიდერი. კანდიდატ ქვეყნებს შორის ჩვენი ლიდერობა არის აბსოლუტურად ეჭვგარეშე. ამას ამტკიცებს ყველა ფაქტი და ყველა ობიექტური რეიტინგი”, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში