პრემიერი ლუქსემბურგის მინისტერიალზე მაკა ბოჭორიშვილის არ მიწვევაზე - ეს არის საბჭოური მიდგომა - ეს აზიანებს ევროპის ინტერესებს

საქართველო ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქვეყანაა დაკავშირებადობის კუთხით თავისი ადგილმდებარეობიდან და გეოგრაფიული პოტენციალიდან გამომდინარე და როცა ასეთი ქვეყნის მინისტრს არ იწვევ მინისტერიალზე, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ევროპული ბიუროკრატია ვერ მოქმედებს ევროპის ობიექტური ინტერესების შესაბამისად, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ლუქსემბურგში დაგეგმილ მინისტერიალზე საქართველოს ელჩის დონეზე მიწვევასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპა მაქსიმალურად უნდა იყოს დაინტერესებული ახალი ეკონომიკური კავშირების დამყარებით იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირის წილი მსოფლიო ეკონომიკაში 17.5 %-მდეა ჩამოსული.

„ეს არის საბჭოური მიდგომა, როდესაც არ უნდათ ლაპარაკი და კომუნიკაცია. რაც შეეხება ევროპას და დაკავშირებადობის საკითხს, ევროპა მაქსიმალურად უნდა იყოს დაინტერესებული, რომ გაჭრას ახალი ხაზები ეკონომიკური თვალსაზრისით, თუ ობიექტურ ინტერესებზეა საუბარი. საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქვეყანა, სწორედ, დაკავშირებადობის კუთხით, თავისი ადგილმდებარეობიდან და გეოგრაფიული პოტენციალიდან გამომდინარე და როდესაც ასეთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს არ იწვევ, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ევროპული ბიუროკრატია ვერ მოქმედებს ევროპის ობიექტური ინტერესების შესაბამისად. ამის შედეგი არის ის, რომ ევროკავშირის წილი მსოფლიო ეკონომიკაში 2008 წელს იყო 30 % და ჩამოსულია 17.5 %-მდე. ეს პროცესი გრძელდება, გრძელდება დეინდუსტრიალიზაცია, საწარმოები გადიან ევროპიდან, გერმანიაში მეორე კვარტალშიც დაფიქსირდა ეკონომიკური ვარდნა და ასეთ ფონზე ხელოვნურად, დამატებით ცდილობენ, რომ ევროპას ჩაუჭრან ეკონომიკური კავშირები. ეს აზიანებს ევროპის ინტერესებს", - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში