ირაკლი კობახიძე - ჩვენთვის მეღვინეობა არ არის მხოლოდ ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი დარგი - ეს არის ჩვენი წვლილი მსოფლიო ცივილიზაციაში და ამას განსაკუთრებულად უნდა გავუფრთხილდეთ

ჩვენთვის მეღვინეობა არ არის მხოლოდ ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი დარგი - მეღვინეობა, ეს არის კულტურის და ჩვენი იდენტობის განუყოფელი ნაწილი, აქედან გამომდინარე, ამ მიმართულებით ჩვენთვის ახალი ინიციატივები განსაკუთრებით სასიხარულოა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მეღვინეობა "ვაინ ერას" გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის საქართველოს წვლილი მსოფლიო ცივილიზაციაში, რასაც განსაკუთრებული გაფრთხილება სჭირდება.

„მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე - ღვინის ქარხნის გახსნა. ჩვენთვის მეღვინეობა არ არის მხოლოდ ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი დარგი. ეს არ არის მხოლოდ ბიზნესი ჩვენთვის, ქართველებისთვის და საქართველოსთვის. მეღვინეობა, ეს არის კულტურის და ჩვენი იდენტობის განუყოფელი ნაწილი. აქედან გამომდინარე, ამ მიმართულებით ჩვენთვის ახალი ინიციატივები არის განსაკუთრებით სასიხარულო და დღეს მიხარია, რომ ჩვენ ამ შესანიშნავი ქარხნის გახსნას ვესწრებით. ეს არის ჩვენი 8 000-წლიანი მემკვიდრეობა. ეს არის ჩვენი წვლილი მსოფლიო ცივილიზაციაში და ამას განსაკუთრებულად უნდა გავუფრთხილდეთ", - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მეღვინეობა "ვაინ ერას" ქარხანაში ღვინო ძველი ტრადიციებით და ევროპული ტექნოლოგიებით შეიქმნება და ორიენტირებული იქნება მსოფლიო სტანდარტებზე.

„ვაჩნაძიანში ვხედავთ, რომ ერთმანეთს ერწყმის ჩვენი უძველესი მეღვინეობის ტრადიციები და ახალი ტექნოლოგიები და ამისათვის ბატონ გოჩას განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო. ღვინო ამ ქარხანაში ძველი ტრადიციებით და ევროპული ტექნოლოგიებით შეიქმნება, რაც იქნება ორიენტირებული მსოფლიო სტანდარტებზე. ეს მიდგომა არის მისასალმებელი - მეცნიერულ ანალიზზე დაფუძნებული მიდგომა. სწორედ მეცნიერული ანალიზით შეირჩევა საძირეები, წვეთოვანი სარწყავი სისტემა, მიწისქვეშა მარანი ტემპერატურის კონტროლისთვის - ეს ტექნოლოგიები უზრუნველყოფს მაქსიმალური ხარისხის მიღწევას", - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელოვანია ამ ინიციატივის სოციალური ეფექტი - ქარხანაში ათეულობით ადგილობრივი დასაქმდება, რაც ხელს შეუწყობს ამ ადამიანების კეთილდღეობის დონის გაუმჯობესებას.

„მეღვინეობის მხარდაჭერა არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. გასული წლების განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა ამ დარგის მხარდასაჭერად სხვადასხვა ფორმით სახელმწიფოს მხრიდან და რა თქმა უნდა, ეს მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ტენდენციები. მუდმივად იზრდება ეს დარგი ჩვენს ქვეყანაში. მუდმივად იზრდება წარმოება და მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მევენახეობა-მეღვინეობას კიდევ უფრო მეტად შევუწყოთ ხელი. დღევანდელი დღეც არის იმის დასტური, რომ არის ნდობა და განსაკუთრებული ინტერესი ამ დარგის მიმართ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენი მხრიდან იქნება სრული ხელშეწყობა. უნდა გაგრძელდეს ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები", - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები