ირაკლი კობახიძე -  იმედია, საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები გადაიტვირთება, თუ „დიფ სთეითი“ დამარცხდება ტრამპის ადმინისტრაციასთან ბრძოლაში - როდესაც საქართველოს მიმართ დამოკიდებულება არ იცვლება, ნიშნავს, „დიფ სთეითი“ მძლავრობს

იმედი გვაქვს, რომ გადაიტვირთება ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის, თუ „დიფ სთეითი“ დამარცხდება ამ ბრძოლაში, რასაც ჰქვია ბრძოლა „დიფ სთეითსა“ და ტრამპის ადმინისტრაციას შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, როდესაც არ იცვლება დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, ეს ნიშნავს იმას, რომ კვლავაც მძლავრობს „დიფ სთეითი“.

„რაც შეეხება დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, ეკონომიკურ პოლიტიკას და ყველა პარამეტრს, რაც ქვეყნდება, რეიტინგები, ინდექსები, სადაც კონკრეტული კრიტერიუმის მიხედვით ფასდება ქვეყნები, ვართ აბსოლუტური ლიდერები. დანარჩენი არის პოლიტიკა, არის კონკრეტული პოლიტიკური ინტერესები. ჩვენ გვაქვს ჩვენი ეროვნული ინტერესები. როგორც ხედავთ, ჩვენ ბოლომდე ვიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს - როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ ინტერესებს.

რაც შეეხება შეერთებულ შტატებს, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ურთიერთობები გადაიტვირთება, თუ „დიფ სთეითი“ დამარცხდება ამ ბრძოლაში, რასაც ჰქვია ბრძოლა „დიფ სთეითსა“ და ტრამპის ადმინისტრაციას შორის. ამ შემთხვევაში ურთიერთობები დალაგდება. თუ გაიმარჯვებს „დიფ სთეითი“, ამ შემთხვევაში გაგრძელდება სირთულეები, თუმცა ჩვენ სირთულეებსაც მიჩვეულები ვართ. ყველა შემთხვევაში ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და ვნახოთ როგორ გაგრძელდება პროცესები. როდესაც არ იცვლება დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, ეს ნიშნავს იმას, რომ კვლავაც მძლავრობს „დიფ სთეითი“. „დიფ სთეითთან“ ვერ დავალაგეთ, იმიტომ, რომ მათ უნდოდათ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა, იყო მათი წარმომადგენელი მოსული. მთავრობის ადმინისტრაციაში შედგა ეს შეხვედრა, სადაც ერთხელ, ორჯერ მოითხოვა პირდაპირ მეორე ფრონტის გახსნა. ამაზე ვთქვით უარი და ამის შემდეგ გვიჭირს „დიფ სთეითთან“ ურთიერთობების დალაგება. ჩვენთვის მთავარია, გადაიტვირთოს ურთიერთობები და განახლდეს სტრატეგიული პარტნიორობა. ამას მოთმინებით ველოდებით“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში