ირაკლი კობახიძე - ვფიქრობთ, 4 ოქტომბრის დღე, მიუხედავად გარკვეული არასერიოზული ანონსებისა, ჩაივლის მშვიდად და გაგრძელდება ქვეყნის მშვიდი და სტაბილური განვითარება

ვფიქრობთ, თვითმმართველობის არჩევნები ჩაივლის მშვიდად და 4 ოქტომბრის დღე, მიუხედავად გარკვეული არასერიოზული ანონსებისა, ჩაივლის მშვიდად და გაგრძელდება ქვეყნის მშვიდი და სტაბილური განვითარება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მაქსიმუმი გაკეთდება იმისთვის, რომ ბიზნესს ჰქონდეს სტაბილური პოლიტიკური და ეკონომიკური გარემო.

„დღეს გვაქვს მშვიდი ვითარება. ჩვენ წინ გველოდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ვფიქრობთ, რომ არჩევნები ჩაივლის მშვიდად და ასევე 4 ოქტომბრის დღე, მიუხედავად გარკვეული არასერიოზული ანონსებისა, ჩაივლის მშვიდად და გაგრძელდება ქვეყნის მშვიდი და სტაბილური განვითარება. რა თქმა უნდა, როგორც ხელისუფლებისთვის, ისე ბიზნესისთვის ბუნებრივია, საკვანძო მნიშვნელობა აქვს სიმშვიდეს და სტაბილურობას პოლიტიკური თვალსაზრისით. ამაზე ჩვენ ვართ პასუხისმგებელი და მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თქვენ გქონდეთ სტაბილური პოლიტიკური და ეკონომიკური გარემო თქვენი ბიზნესსაქმიანობის განხორციელებისთვის.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთან კონსულტაციები, თქვენთან მუშაობა, თქვენთან თანამშრომლობა. დღევანდელი დღეც გვაძლევს ამის ძალიან კარგ შესაძლებლობას და მომავლისთვისაც ვართ სრულიად ღია თანამშრომლობისთვის, კონსულტაციებისთვის, თქვენი რჩევების მიღებისთვის. კიდევ ერთხელ დაგიდასტურებთ პატივისცემას და თანამშრომლობის მზაობას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე