პრემიერი - გვაქვს კორუფციის სიმცირე, გამართული ეკონომიკური პოლიტიკა, საგადასახადო სისტემა და სწორი მენეჯმენტი მთავრობაში, კორუფციისა და მენეჯმენტის გაუმჯობესებისთვის ნაბიჯები გადაიდგა, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარებას

გასული 4 წლის განმავლობაში საქართველო პირველ ადგილზე იყო ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, წელსაც საქართველო არის პირველ ადგილზე ევროპაში და ფართო რეგიონში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით.

„ჩვენ განსაკუთრებით მოხარული ვართ, რომ წელსაც გაგრძელდა ეს ტენდენცია. ე.წ. ექსპერტების, ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების ათასი პროგნოზი კეთდებოდა ეკონომიკურ ვარდნასთან, აპოკალიფსთან დაკავშირებით, თუმცა რეალურად ვხედავთ, რომ სხვა მიმართულებით ვითარდება პროცესები. წელსაც საქართველო არის პირველ ადგილზე ევროპაში და ფართო რეგიონში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. 8% არის იანვარ-ივლისის მაჩვენებელი და ეს არის ის მიღწევა, რასაც განსაკუთრებულად ვუფრთხილდებით. მოხარული ვართ, რომ EBRD-მაც გაზარდა საკუთარი პროგნოზი ისევე, როგორც მანამდე საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გაზარდა თავისი პროგნოზი საქართველოსთან მიმართებით, იმ პირობებში, როდესაც სხვა ქვეყნების მიმართ პროგნოზები პირიქით, უარესდება. მაგალითად, რომ ავიღოთ მოლდოვა, მოლდოვასთან ჩვენ ამ 4 წლის განმავლობაში სხვაობა ეკონომიკებს შორის გავზარდეთ 11 მლრდ დოლარზე მეტით. თავად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რამხელა სხვაობაა. ეს არის იმის დამსახურება, რომ ჩვენ გვაქვს კორუფციის სიმცირე, გამართული ეკონომიკური პოლიტიკა, გამართული საგადასახადო სისტემა და სწორი მენეჯმენტი საქართველოს მთავრობაში. სწორედ ეს უზრუნველყოფს სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას. კიდევ უფრო გაუმჯობესების რესურსი არსებობს. იგივე კორუფციის კუთხით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა, ასევე - მენეჯმენტის გაუმჯობესების კუთხით. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის ტემპის კიდევ უფრო მეტად დაჩქარებას, რაც ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო