ირაკლი კობახიძე - გაეროში ყველა თემასთან დაკავშირებით, მათ შორის ოკუპაციაზე ძალიან მკაფიო საუბარი იყო! - პრეზიდენტს გაეროში ძალიან ღირსეული გამოსვლისათვის მადლობა მინდა გადავუხადო

გაეროში ყველა თემასთან დაკავშირებით ძალიან მკაფიო საუბარი იყო! საერთაშორისო პარტნიორების წინაშე ყველა ეროვნული გამოწვევა მკაფიოდ იყო წარმოჩენილი - პრეზიდენტს გაეროში ძალიან ღირსეული გამოსვლისათვის მადლობა მინდა გადავუხადო, - ეს განცხადება მედიასთან პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

კობახიძის შეფასებით, მიხეილ ყაველაშვილის გამოსვლაში ქვეყნის ყველა საკვანძო ეროვნული ინტერესი სათანადოდ იყო წარმოდგენილი.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არის „ქართული ოცნებისათვის“ პრობლემა რუსეთის ხსენება და რუსულ აგრესიაზე მკაფიოდ საუბარი, კობახიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა გაეროს ტრიბუნიდან ყველა ეროვნულ გამოწვევაზე, მათ შორის ოკუპაციაზეც ისაუბრა.

„ომის დაწყება აღიარეს მათ [„ნაციონალურმა მოძრაობამ“] ევროსაბჭოს რეზოლუციის ხელმოწერით, როდესაც მხარი დაუჭირეს ტალიავინის დასკვნას. თავად აღიარეს ის, რაც გააკეთეს - ეს იყო ომის დაწყება! რაც შეეხება ოკუპაციას, ოკუპაცია განახორციელა არა სააკაშვილის რეჟიმმა, არამედ რუსეთის ფედერაციამ. რეალურად მათი ღალატის შედეგი იყო ის გაგრძელება, რაც ომის დაწყებას მოჰყვა.

როდესაც საუბარი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე და როდესაც ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, ყველაფერი აბსოლუტურად ნათელია. ეს ოკუპაცია არავითარი შეღავათი არ არის იმ სისხლიანი რეჟიმისთვის, რომელმაც ომი დაიწყო - ერთი სხვა ფაქტია, მეორე - სხვა ფაქტია და ერთმანეთთან არ არის პირდაპირ დაკავშირებული. ფაქტობრივი მოცემულობა არის ის, რომ რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე პრეზიდენტ ზელენსკის მიერ საქართველოს ხსენებასაც გამოეხმაურა.

„რაც შეეხება წინა დღეს უკრაინის პრეზიდენტის გამოსვლას, არ მინდა აქ რაიმე კომენტარი გავაკეთო. თქვენც ძალიან კარგად იცით, თუ რა მძიმე მდგომარეობაა უკრაინაში არამარტო ომთან და ეკონომიკასთან დაკავშირებით, არამედ დემოკრატიასთან და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით.

როდესაც ასეთ დროს ამ ქვეყნის ხელმძღვანელი საქართველოსთვის სასაუბროდ იცლის, ეს თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს, თუმცა არ მინდა მასთან პოლემიკაში შევიდე, რადგან ის არის ომში მყოფი ქვეყნის ხელმძღვანელი. შესაბამისად მასთან პოლემიკა სწორი არა მგონია“, - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში