ირაკლი კობახიძე - ჩვენ დავდგით გმირი მეფის ძეგლი დედაქალაქში და ამას მოჰყვა ამხელა აჟიოტაჟი, გაღიზიანება იმიტომ, რომ ერეკლე II არის პატრიოტიზმის, გონიერების სიმბოლო სახელმწიფოს მართვაში და სწორედ ამას ებრძვიან

ჩვენ დავდგით გმირი მეფის ძეგლი დედაქალაქში და ამას მოჰყვა ამხელა აჟიოტაჟი, გაღიზიანება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, ერეკლე II არის პატრიოტიზმის, გონიერების სიმბოლო სახელმწიფოს მართვაში და სწორედ ამას ებრძვიან - მათ არ მოსწონთ პატრიოტიზმი და გონიერება პოლიტიკაში.

„მათ ბოლომდე აჩვენეს საკუთარი სახე. ჩვენ დავდგით გმირი მეფის ძეგლი დედაქალაქში და ამას მოჰყვა ამხელა აჟიოტაჟი, გაღიზიანება. ეს არ არის ახალი. პირდაპირ გამოჰყავდათ საკუთარი უცხოელი აგენტები, ლევან ბერძენიშვილის თამადობით და ალანძვინებდნენ ჩვენს გმირ მეფეს. იმიტომ, რომ ერეკლე II არის პატრიოტიზმის სიმბოლო, გონიერების სიმბოლო სახელმწიფოს მართვაში და სწორედ ამას ებრძვიან ისინი. მათ არ მოსწონთ სწორედ პატრიოტიზმი და გონიერება პოლიტიკაში, შესაბამისად, დაუპირისპირდნენ ჩვენი გმირი მეფის მონუმენტს“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო