ირაკლი კობახიძე  4 ოქტომბერს დაგეგმილ აქციაზე -  მშვიდობიანად დაიშლებიან - თუ ვინმეს ხელი წაუცდება კანონის დარღვევაზე მიიღებს შესაბამის მკაცრ პასუხს კანონის საფუძველზე

სახელმწიფო დღეს არის ძლიერი, როგორც არასდროს, შესაბამისად, ვერავითარი უცხოური აგენტურა საქართველოში ვითარების არევას ვერ შეძლებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, საპროტესტო აქციებზე უცხოური აგენტურა იკრიბება, მაგრამ მათი ეს მცდელობა არ არის წარმატებული, იმიტომ, რომ სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე.

„აქციების 300 დღე არის იმის დასტური, რომ უცხოური აგენტურა საქართველოში ვერ იქნება წარმატებული. როგორც ხედავთ, ხან 50, ხან 100, 150 კაცი გამოდის, უცხოური აგენტურა იკრიბება, მაგრამ მათი ეს მცდელობა არ არის წარმატებული, იმიტომ, რომ სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე, სახელმწიფო ინსტიტუტები არის ძლიერი და ჩვენ გავაგრძელებთ ასე მოქმედებას. სახელმწიფო დღეს არის ძლიერი, როგორც არასდროს, შესაბამისად, ვერავითარი უცხოური აგენტურა საქართველოში ვითარების არევას ვერ შეძლებს, - განაცხადა პრემიერმა.

მან ასევე ისაუბრა 4 ოქტომბერს დაგეგმილ საპროტესტო აქციაზეც.

„მშვიდობიანად დაიშლებიან. ახლა, ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, ეს არის, თუ ვინმეს ხელი წაუცდება კანონის დარღვევაზე მიიღებს შესაბამის მკაცრ პასუხს კანონის საფუძველზე“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გარდა ამისა, ირაკლი კობახიძემ უპასუხა შეკითხვას, ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის განცხადებაზე, რომლის თანახმად, „ახალგაზრდების ნაწილი, რომელიც არის ზედმეტი, უნდა წავიდეს ემიგრაციაში“.

„ზაზა შათირიშვილს აქვს თავისი აზრი. ის არ არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი. ეს არის ზაზა შათირიშვილის დამოუკიდებელი აზრი. შეგიძლიათ მას დაუსვათ შეკითხვები. შეიძლება ძალიან ბევრ რამეში ემთხვეოდეს ჩვენი აზრები და ზოგადად პატივისცემა შემიძლია გამოვხატო ზაზა შათირიშვილის მიმართ, მაგრამ ჩვენ ვაგებთ პასუხს იმ განცხადებებზე, რომლებსაც ვაკეთებთ ჩვენ. რაც შეეხება კონკრეტული ადამიანების პასუხისმგებლობას, მას შეგიძლიათ დაუსვათ კითხვა ამ თემასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კობახიძე

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში