ელენე ხოშტარია - რუსეთის მარცხი მოლდოვაში! - ინგრევა რუსეთის და „რუსული ოცნების“ კიდევ ერთი ტყუილი, თითქოს ევროპაში ინტეგრაცია ნიშნავს ომს

„რუსეთის მარცხი მოლდოვაში! - ინგრევა რუსეთის და „რუსული ოცნების“ კიდევ ერთი ტყუილი, თითქოს ევროპაში ინტეგრაცია ნიშნავს ომს - მოლდოვა ნათელი მაგალითია, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია არის თავისუფლების და მშვიდობის გზა, - ამის შესახებ ნათქვამია „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, პატიმრობაში მყოფი ელენე ხოშტარიას წერილში.

ხოშტარიას თქმით, რეგიონში რუსეთის დასუსტება და ევროკავშირის, დემოკრატიის, თავისუფალი არჩევნების გამარჯვება, რუსეთის გაძევებისა და ჩვენს ევროპულ გზაზე დაბრუნების შანსებს აძლიერებს.

„რუსეთის მარცხი მოლდოვაში!

პროდასავლური ძალები რეგიონში სულ უფრო და უფრო ძლიერდებიან. პირველ რიგში, ვულოცავ მაია სანდუს და მოლდოველ ხალხს!

ეს გამარჯვება ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. რუსეთის დასუსტება რეგიონში, ევროკავშირის, დემოკრატიის, თავისუფალი არჩევნების გამარჯვება, რუსეთის გაძევებისა და ევროპულ გზაზე დაბრუნების ჩვენს შანსებს აძლიერებს. საქართველოს რუსეთისგან გამოგლეჯა და უკრაინის გარდაუვალი გამარჯვება, პრაქტიკულად დაასრულებს რეგიონში მშვიდობის, ნამდვილი მშვიდობის, დამყარებას.

ინგრევა რუსეთის და რუსული ოცნების კიდევ ერთი ტყუილი, თითქოს ევროპაში ინტეგრაცია ნიშნავს ომს. მოლდოვა ნათელი მაგალითია, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია არის თავისუფლების და მშვიდობის გზა.

საქართველო ისტორიულ და რეგიონალურ ანომალიად არ უნდა დარჩეს.

ბოლომდე!“ - წერს ელენე ხოშტარია წერილში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ