პრემიერი - არის მთელი რიგი პროექტები, სადაც აღმოჩენილია ხარვეზები, არის კითხვები ხარჯეფექტიანობის კუთხით და ხარისხთან დაკავშირებით - ყველგან ვიქნებით უკომპრომისო, სადაც დავინახავთ ხარვეზებს პროექტების აღსრულებაში

ბოლო კვირების განმავლობაში ჩვენ გვქონდა საშუალება ჩავღრმავებოდით კონკრეტულ პროექტებს, რომლებიც ხორციელდებოდა. დავინტერესდით ხარჯეფექტიანობით და ხარისხით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, სადაც აღმოჩნდა პრობლემები, იქ გაჩნდა შესაბამისი საფუძველი გამოძიების დაწყებისთვის.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, სახელმწიფო ყველგან იქნება უკომპრომისო, სადაც აღმოაჩენს, რომ არის ხარვეზები.

„არის მთელი რიგი პროექტები, სადაც აღმოჩენილია ხარვეზები, ხარჯეფექტიანობის კუთხით და ხარისხთან დაკავშირებით არის კითხვები. ჩვენი მიზანია უკლებლივ ყველა პროექტი განხორციელდეს მინიმალური ხარჯებით და მაქსიმალური ხარისხით. სადაც არის კითხვები, ყველგან გაგრძელდება გამოძიება. ეს არის ჩვენს ინტერესებში, საზოგადოების ინტერესებში. ყველგან ვიქნებით უკომპრომისო, სადაც ჩვენ დავინახავთ, რომ არის ხარვეზები პროექტების აღსრულებაში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ