პაატა მანჯგალაძე - ჩვენ მარტო „ქოცებს“ არ ვებრძვით, ასევე პრობლემაა ბიძინას მეხუთე კოლონა ჩვენს ფლანგზე

ჩვენ მარტო „ქოცებს“ არ ვებრძვით, ასევე პრობლემაა ბიძინას „მეხუთე კოლონა“ ჩვენს ფლანგზე, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მათი მიზანია იმედგაცრუების დათესვა, ხალხის დაბნევა, დაეჭვება და სახლში დატოვება.

„ჩვენ მარტო „ქოცებს“ არ ვებრძვით, ასევე პრობლემაა ბიძინას მეხუთე კოლონა ჩვენს ფლანგზე, ანუ ის ადამიანები, რომლებიც „ოპო-ექსპერტების“ და „ოპო-პოლიტიკოსების“ სახელით მიზანმიმართულად ცდილობენ ხალხში იმედგაცრუების, ნიჰილიზმის და მოქმედების სურვილის ჩახშობას.

როგორ ამოვიცნოთ ქოცი ჩვენს რიგებში, „ქოცური“ ნარატივები: „ბიძინას ყველაფერი დაგეგმილი აქვს, ყველაფერი იცის“ - მიზანი: ხალხში უიმედობის გაღვივება, ბიძინას უძლეველობის მითის დამკვიდრება.

„სად არიან ოპოზიციის ლიდერები?“ - დაეჭვება მაშინ, როცა მრავალი ლიდერი დაკავებულია ან დაბლოკილია. მიზანი: ხალხის მიზანმიმართულად დაბნევა.

„4 ოქტომბერს არაფერი მოხდება, გეგმა არ არის, ლიდერი არ არის.“ - მიზანი: იმედგაცრუება ფარული გზავნილით „დარჩით სახლში.“

„რადიკალური განცხადებები არ შეიძლება, ეს დაპირისპირებას გაზრდის.“ - მიზანი: დაშინება.

„აქციას ვემიჯნებით, ვაშენებთ მწყობრ წინააღმდეგობას.“ - მიზანი: ყურადღების გადატანა და რეჟიმისთვის დროის მოგება.

„პაატა ბურჭულაძის, ლევან ხაბეიშვილის აქციის მიზნები გაუგებარია“, - მიზანი: საზოგადოების დეზორიენტირება.

„არ არის საჭირო რადიკალიზმი, ბიძინა გაზაფხულზე არჩევნებს ისედაც გამოაცხადებს და პოლიტპატიმრებსაც გაათავისუფლებს“ - მიზანი: ბრაზის და პროტესტის დამშვიდება.

„თუ ნათელი სურათი მომავალ მთავრობაზე არ გვაქვს, მხარს ვერ დავუჭერთ“ - მიზანი: ყურადღების გადატანა, განხეთქილების შეტანა და ორგანიზატორთა სკამისთვის მებრძოლებად წარმოჩინება.

„მანდატები უნდა აგვეღო და შიგნიდან უნდა გვებრძოლა“ - მიზანი: ბიძინასთვის სისტემურ ოპოზიციონერობაზე თანხმობა.

და ბოლოს - მათ ყველაფერზე პასუხი აქვთ, ყველას აკრიტიკებენ მაგრამ პასუხისმგებლობას არაფერზე არ იღებენ.

ასეთი ნარატივებით მოქმედებს ბიძინას მეხუთე კოლონა, მათი მიზანია იმედგაცრუების დათესვა, ხალხის დაბნევა, დაეჭვება და სახლში დატოვება.

არ ავყვეთ მათ, დავდგეთ ერთად 4 ოქტომბერს რუსთაველზე და ვანახოთ ვისია საქართველო“,- აღნიშნავს პაატა მანჯგალაძე.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა