პრემიერი - წინა აქციებზე იყო 3 მძიმე ინციდენტი, სადაც აშკარა იყო ძალის გადამეტება: როგავას, ახალგაზრდა მამაკაცისა და ხაბეიშვილის შემთხვევები - იყო „ტვ პირველის“ ჟურნალისტის მიმართ შემთხვევა, რაც არ უკავშირდებოდა ძალოვან სტრუქტურებს

წინა აქციების დროს იყო სამი საკმაოდ მძიმე ინციდენტი, სადაც აშკარა იყო ძალის გადამეტება, მხოლოდ მოძალადეების წისქვილზე დაასხა წყალი ასეთმა ინციდენტებმა, აქედან გამომდინარე, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ასეთი ინციდენტები არ მოხდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულო ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, რაც შეეხება ძალის გამოყენებას - გამოყენებული იქნება მაქსიმალური ძალა, რაც დასჭირდება კანონის დაცვას.

„წინა აქციების დროს იყო სამი საკმაოდ მძიმე ინციდენტი, სადაც აშკარა იყო ძალის გადამეტება. მაგალითად, იყო როგავას შემთხვევა, იყო ერთ-ერთი ახალგაზრდა მამაკაცის შემთხვევა, ხაბეიშვილის შემთხვევა, და იყო ასევე „ტვ პირველის“ ჟურნალისტის მიმართ, რაც არ უკავშირდებოდა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს. რაც შეეხება ძალოვნებს, სამი შემთხვევა იყო.

რაც შეეხება ჩვენს მიზანს, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ არც ერთი ასეთი ინციდენტი არ მოხდეს. ასეთი ინციდენტი შედის სწორედ მოძალადეების ინტერესებში. ასე იყო წინა შემთხვევაშიც - მხოლოდ მოძალადეების წისქვილზე დაასხა წყალი ასეთმა ინციდენტებმა. აქედან გამომდინარე, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ასეთი ინციდენტები არ მოხდეს. რაც შეეხება ძალის გამოყენებას - გამოვიყენებთ მაქსიმალურ ძალას, რაც დასჭირდება კანონის დაცვას“, - განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, მისი თქმით, ძალიან მკაცრი მითითებები უკვე მიეცათ სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებს იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა იყოს გამოყენებული პროპორციული ძალა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მაქსიმუმი გაკეთდა და გაკეთდება იმისათვის, რომ თავიდან იყოს აცილებული ნებისმიერი ინციდენტი, არასწორი ქმედება, თუ არაპროპორციული ძალის გამოყენება.

„ამაზე ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ამისთვის გავაკეთეთ და გავაკეთებთ მაქსიმუმს. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება და ჩვენი პასუხისმგებლობა, პოზიცია ამასთან დაკავშირებით. თუ იქნება ექსცესები, ასეთი პრობლემა ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს. ვეცდებით, თუ დანაშაული იქნება ჩადენილი, იმის გამოვლენას და ბუნებრივია, ეს საკითხი დადგება. მაგრამ ჩვენ უკვე გვაქვს მიღებული მაქსიმალური ზომები იმისთვის, რომ არ მოხდეს ინციდენტები. რაც შეეხება მოძალადე მომიტინგეებს, უნდა იყვნენ ძალიან ფრთხილად. თუ წინა შემთხვევაში იდენტიფიცირების მაჩვენებელი იყო დაახლოებით 3 პროცენტი, ახლა იდენტიფიცირების მაჩვენებელი იქნება ბევრად უფრო მაღალი. აქედან გამომდინარე, ყველას ვურჩევ, არ გააკეთონ ისეთი რამ, რის გამოც შეიძლება, მრავალი წლით მოხვდნენ ციხეში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში