ლევან სანიკიძე - დღეს ე.წ რუსული სპეცოპერაციის უბნებზე მისვლა არის ქვეყნის ღალატი - არ გვაინტერესებს, რას ამბობს ივანიშვილი, მთავარია, რას იტყვის ხალხი

დღეს 4 ოქტომბერია - დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დილა გათენდა - ფაქტია, რომ ჩვენი ძვირფასი თანამოქალაქეების უმრავლესობას სწორად აქვს გააზრებული, რომ დღეს ე.წ რუსული სპეცოპერაციის უბნებზე მისვლა არის ქვეყნის ღალატი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სანიკიძემ საქართველოს პარლამენტთან განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ასობით ათასი თანამებრძოლი შეიკრიბება რუსთაველის გამზირზე და იტყვის იმ სიტყვას, რომელიც საქართველოს სჭირდება.

„ვნახეთ ე.წ საარჩევნო უბანთან მისული სრულიად დამფრთხალი და შეშინებული ბიძინა ივანიშვილი, რომელიც გაექცა ყველანაირ შეკითხვას და იმეორებდა ერთი და იგივე იდიოტიზმს. აქ უკვე მთავარია, რას იტყვის ქართველი ხალხი. არ გვაინტერესებს, რას ამბობს ივანიშვილი. ფაქტია, რომ ჩვენი ძვირფასი თანამოქალაქეების უმრავლესობას სწორად აქვს გააზრებული, რომ დღეს ე.წ რუსული სპეცოპერაციის უბნებზე მისვლა არის ქვეყნის ღალატი. კარგია, რომ ჩვენი თანამოქალაქეები იქ არ მიდიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, დღეს ასობით ათასი თანამებრძოლი შეიკრიბება რუსთაველის გამზირზე და იტყვის იმ სიტყვას, რომელიც საქართველოს სჭირდება“, - განაცხადა სანიკიძემ.

სანიკიძის თქმით, დღეს ყველა იდეალის - ქრისტიანობის, ტრადიციების დაცვისთვის რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან და ქართულ სახელმწიფოს დაიბრუნებენ.

„გუშინ ვნახეთ მუხანათური თავდასხმა ჩვენი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე იგორ ნარმანიაზე და ვნახეთ ქოცი „ტიტუშკების“ მობილიზებული პარტაქტივის სამარცხვინო, ძალადობრივი ქმედება. ამ ქვეყანაში ძალადობა და დაპირისპირება უნდა ბიძინა ივანიშვილს. ჩვენ გვინდა მშვიდობა, ამ ქვეყნის თავისუფლება. ამიტომ, დღეს იმ ყველა იდეალის, ქრისტიანობის, ტრადიციების დაცვისთვის ვიკრიბებით რუსთაველის გამზირზე და ვიბრუნებთ ქართულ სახელმწიფოს. ეს სახელმწიფო გვეკუთვნის ჩვენ, ეკუთვნის ქართველ ხალხს. ამ ქვეყნის გმირებთან და მომავალთან ყველა ვალდებული ვართ, 16:00 საათიდან შევიკრიბოთ რუსთაველის გამზირზე და დავიცვათ საქართველოს ღირსება. მჯერა, რომ საქართველო ცოცხალია და ამას დღეს დაამტკიცებს“, - აღნიშნა ლევან სანიკიძემ.

როგორც სანიკიძემ განმარტა, მას შემდეგ, რაც ხალხი აქციაზე შეკრებას დაიწყებს, აქციის მიმდინარეობასა და შინაარსთან დაკავშირებით მეტი დეტალი გახდება ცნობილი.

„16:00 საათზე, როგორც კი პირველი ნაკადი დაიწყებს მოსვლას, გახდება ცნობილი ძალიან ბევრი დეტალი აქციის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. მე რა ინფორმაციაც მაქვს, 16:00 საათიდან უფრო მეტ დეტალს გავიგებთ აქციის მიმდინარეობასა და შინაარსთან დაკავშირებით. არ მინდა მოვლენებს გავუსწრო, პაატა ბურჭულაძე უფრო მეტ დეტალს მოგაწვდით“, - აღნიშნა ლევან სანიკიძემ.

შეგახსენებთ, დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება. როგორც ცნობილია, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე მოქალაქეები 16:00 საათიდან შეიკრიბებიან.ასევე დაგეგმილია, სტუდენტების საპროტესტო მსვლელობა, რომელიც თსუ- პირველი კორპუსიდან 15:00 საათზე დაიწყება.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში