შალვა პაპუაშვილი - ჩვენი მოლოდინია, რომ მერის არჩევნებში 64-ვე მუნიციპალიტეტში პირველივე ტურში გავიმარჯვებთ და საკრებულოებში უმრავლესობას დავაკომპლექტებთ - რაც შეეხება აღნიშვნას, წინასწარი გეგმები არ გვაქვს

ჩვენი მოლოდინია, რომ მერის არჩევნებში 64-ვე მუნიციპალიტეტში პირველივე ტურში გავიმარჯვებთ და საკრებულოებში უმრავლესობას დავაკომპლექტებთ - თქვენ ნამდვილად არ შეგითანხმებთ სად და როგორ აღვნიშნავთ [გამარჯვებას], - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, ემზადება თუ არა უკვე „ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნების შედეგების აღსანიშნად.

მისი თქმით, მათ წინასწარი გეგმები არ აქვთ.

„არაფერი წინასწარი გეგმები, რა თქმა უნდა, არ გვაქვს. ჩვეულებრივი საარჩევნო დღეა. საარჩევნო დღე, რა თქმა უნდა, ასევე გულისხმობს, რომ დაველოდოთ არჩევნების შედეგებს. ჩვენი მოლოდინია, რომ მერის არჩევნებში 64-ივე მუნიციპალიტეტში პირველივე ტურში გავიმარჯვებთ და საკრებულოებში უმრავლესობას დავაკომპლექტებთ. ჯერ ველოდებით, ჯერ არაფერს არ აღნიშნავთ - როცა რამეს აღვნიშნავთ, თქვენც შეგატყობინებთ. ჩვენ დიდი ხანია მზად ვართ გამარჯვებისთვის, როგორ აღვნიშნავთ ამ გამარჯვებას, შეგატყობინებთ.

კითხვაზე, „რატომ არ აპირებს „ქართული ოცნება“ გამარჯვების ხალხთან ერთად აღნიშვნას და რატომ არ სცდება პარტიის ეზოს ზეიმი,“ პაპუაშვილმა უპასუხა: „ვინ თქვა, რომ არ სცდება?“

„ვინ თქვა, რომ არ სცდება [პარტიის ეზოს ზეიმი]? თქვენ მგონი ვერ ხვდებით, რომ ეს თვითმმართველობის არჩევნებია და ამ არჩევნების გამარჯვების ცენტრი იქნება 64, სადაც არჩევნები ცალ-ცალკე მიდის. მარტო თბილისში არ ვართ. საქართველო დიდი ტერიტორიაა და ყველა სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მერის არჩევნებია... თქვენ მე მგონი ვერ ხვდებით, რომ ახლა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ხართ. სად უნდა ვიყოთ გარდა „ქართული ოცნების“ პარტიის ოფისისა, როდესაც მიმდინარეობს არჩევნები, ვაკვირდებით არჩევნებს.

თქვენ ნამდვილად არ შეგითანხმებთ სად და როგორ აღვნიშნავთ [გამარჯვებას]. არ შევუთანხმებთ ხაზარაძეს და საერთოდ, რადიკალებს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!