ირაკლი კობახიძე - მოხარული ვართ, რომ არჩევნები ტარდება მშვიდ ვითარებაში - ამომრჩეველს აქვს შესაძლებლობა, მშვიდად, ზეწოლისგან თავისუფალ გარემოში გააკეთოს არჩევანი - „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იგებს

მოხარული ვართ, რომ არჩევნები ტარდება მშვიდ ვითარებაში - ამომრჩეველს აქვს შესაძლებლობა, მშვიდად, ყოველგვარი სახის ზეწოლისგან და ზემოქმედებისგან თავისუფალ გარემოში გააკეთოს საკუთარი არჩევანი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამართულ ბრიფინგზე არჩევნების მიმდინარეობის შეფასებისას განაცხადა.

მან არჩევნებზე მისულ ადამიანებს მადლობა გადაუხადა და მოსახლეობას მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა. პრემიერმა, აქვე ხაზი გაუსვა „ქართლი ოცნების“ მიმართ დაფიქსირებულ ნდობას“ და აღნიშნა, რომ საარჩევნო შტაბების მონაცემებით, ყველა მუნიციპალიტეტში, მათ შორის, თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში, ფიქსირდება 70%-ზე მაღალი შედეგი „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ.

„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების თანახმად, არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღო თითქმის 1,200,000-მა ამომრჩეველმა, რაც, პრინციპულად, თანხვედრაშია 2014 და 2017 წლების ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების აქტივობის მაჩვენებლებთან.

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის სახელით, მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ამომრჩეველს, რომელიც უკვე გამოცხადდა საარჩევნო უბნებზე. ამასთან, მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ამომრჩევლებს აქტიურობისკენ. თითოეული ამომრჩევლის ხმას შეაქვს თავისი მნიშვნელოვანი წვლილი ჩვენი ქვეყნის და თითოეული მუნიციპალიტეტის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებაში.

მოხარული ვართ, რომ არჩევნები ტარდება მშვიდ ვითარებაში. ამომრჩეველს აქვს შესაძლებლობა, მშვიდად, ყოველგვარი სახის ზეწოლისგან და ზემოქმედებისგან თავისუფალ გარემოში გააკეთოს საკუთარი არჩევანი.

გაცნობებთ, რომ ჩვენი საარჩევნო შტაბების მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იგებს როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში. მეტიც, ჩვენი საარჩევნო შტაბების მონაცემებით, უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში, მათ შორის, თბილისში და სხვა დიდ ქალაქებში, ფიქსირდება 70%-ზე მაღალი შედეგი „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ.

ხალხის ესოდენ მაღალ ნდობას ძალიან ვაფასებთ და კიდევ ერთხელ ვიძლევით პირობას, რომ ამ ნდობის გასამართლებლად მაქსიმუმს გავაკეთებთ“,- განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო