ირაკლი კობახიძე - დაახლოებით, 1 მილიონ 100 ათასამდე ხმას ვინარჩუნებთ - ვინც საპარლამენტო არჩევნებზე მხარი დაგვიჭირა, თითქმის მთელი შემადგენლობით გამოვიდა დღეს, იქნება მცირე კლება, რაც მუნიციპალურ არჩევნებს ახასიათებს

აქტივობა 2021-ს ბევრად ჩამორჩება, რადგან იმ წელს 1 მლნ 800 ათასზე მეტი ამომრჩეველი იყო, ამ არჩევნებზე კი 20:00-საათზე დაახლოებით, მილიონ-ნახევრამდე ამომრჩეველი დაფიქსირდება, სხვაობა დიდია - ჩვენ დაახლოებით, 1 მილიონ 100 ათასამდე ხმას ვინარჩუნებთ, ოპოზიცია დაახლოებით, 400 000 ხმას და ასე დაჯდება დაახლოებით მილიონ-ნახევარი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც თვითმმართველობის არჩევნებში მოსახლეობის მონაწილეობის აქტივობაზე დასმულ კითხვას უპასუხა.

მისი შეფასებით, „ყველაფერი ძალიან ლოგიკურად არის დალაგებული“.

„[აქტივობა] 2021-ს არ იმეორებს, იმეორებს 2014 და 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების აქტივობას. 2021-ს ბევრად ჩამორჩება, რადგან ამ წელს 1 მლნ 800 ათასზე მეტი ამომრჩეველი იყო, ამ არჩევნებზე კი 20:00-საათის მდგომარეობით, დაახლოებით, მილიონ-ნახევრამდე ამომრჩეველი დაფიქსირდება - სხვაობა დიდია. აიღეთ „ნაცმოძრაობისა“ და „ახალის“ ხმები და დაახლოებით ემთხვევა ეს რაოდენობა მათ ხმებს. ჩვენი ამომრჩეველი იყო აქტიური და მობილიზებული. შესაბამისად, ვინც წინა საპარლამენტო არჩევებზე მხარი დაგვიჭირა, თითქმის მთელი შემადგენლობით გამოვიდნენ თვითმმართველობის არჩევნებზე. ალბათ, იქნება მცირე კლებაც გამომდინარე იქიდან, რომ მუნიციპალურ არჩევნებს ეს ახასიათებს. რაც შეეხება ოპოზიციას, იქიდან გამომდინარე, რომ არამხოლოდ „ახალმა“ და „ნაცმოძრაობამ“, არამედ მთლიანმა რადიკალურმა ოპოზიციამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საკუთარ ამომრჩეველს იმედები გაუცრუა. აქედან გამომდინარე, მათ ნაწილში არის კლება. ჩვენ დაახლოებით 1 მილიონ 100 ათასამდე ხმას ვინარჩუნებთ, ოპოზიცია - დაახლოებით 400 000 ხმას და ასე დაჯდება დაახლოებით მილიონ-ნახევარი. ყველაფერი ძალიან ლოგიკურად არის დალაგებული“, - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში