მურთაზ ზოდელავა - დღეს მამაკაცური ძალა დაიწყებს მოქმედებას - მამაკაცური ძალა ბარათაშვილის მხარეს გამოვალთ და ჩავიბარებთ პრეზიდენტის სასახლის გასაღებს, ეს იქნება პირველი ნაბიჯი

დღეს, ჩვენ აქ ვიდგებით, მაგრამ მამაკაცური ძალა დღეს დაიწყებს მოქმედებას - მამაკაცური ძალა ბარათაშვილის მხარეს გამოვალთ და ჩავიბარებთ პრეზიდენტის სასახლის გასაღებს. ეს იქნება პირველი ნაბიჯი, - ამის შესახებ საპროტესტო აქციაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მურთაზ ზოდელავამ განაცხადა.

მისი თქმით, „მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცური ძალა ვიკრიბებით ბარათაშვილის პარკისკენ და ვიწყებთ მოძრაობას, რათა ქართველმა ხალხმა დაიწყოს საკუთარი დაბრუნება".

მან ყველას სთხოვა, " გამოირჩეს მამაკაცური ძალა", ამასთან მან განაცხადა, რომ "ქალბატონები აქ უნდა იდგეთ, არ უნდა დაიშალოთ".

„დღეს, ჩვენ აქ ვიდგებით, მაგრამ მამაკაცური ძალა დღეს დაიწყებს მოქმედებას. მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცური ძალა ვიკრიბებით ბარათაშვილის პარკისკენ და ვიწყებთ მოძრაობას, რათა ქართველმა ხალხმა დაიწყოს საკუთარი სახელისუფლებო ცენტრების დაბრუნება. ნებისმიერი პოლიციელი ან გდდ-ს თანამშრომელი, რომელიც წინ დაგვხვდება, დავუსვამთ ერთადერთ შეკითხვას: „ვისკენ ხარ? ხალხისკენ, კონსტიტუციისკენ, თუ ივანიშვილისკენ? ვისკენ ხარ სამშობლოსკენ თუ რუსეთისკენ? ჩვენ მიერ პოლიციელად და ძალოვნად მხოლოდ ის იქნება აღქმული, რომელიც სწორ პასუხს გაგვცემს, ის რომ მემსახურება ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს. ეს არის ჩვენი კონკრეტული მიდგომა. მორჩა "ლაილაი" აქციებზე, მორჩა ბოდიალი, მორჩა ბიძინას მონობა, მორჩა ჩმორობა. ყველას გთხოვთ, გამოირჩეს მამაკაცური ძალა. ქალბატონები აქ უნდა იდგეთ, არ უნდა დაიშალოთ. საქართველო დაგვემატეთ, გამოდით. მამაკაცური ძალა ბარათაშვილის მხარეს გამოვალთ და ჩავიბარებთ პრეზიდენტის სასახლის გასაღებს. ეს იქნება პირველი ნაბიჯი“, - განაცხადა ზოდელავამ სცენიდან.

ამასთან, მან მიმართა ძალოვანების მშობლებსა და ოჯახის წევრებს.

„მივმართავ ძალოვნების მშობლებს, ოჯახის წევრებს, თქვენ გრჩებათ დრო. ჩვენ ვიმოქმედებთ სწრაფად, მაგრამ გრჩებათ დრო იმის, რომ დაურეკოთ, მოაკითხოთ და წაიყვანოთ სახლებში. ხალხის რისხვას დღეს გაარიდეთ თქვენი შვილები. ისინიც ქართველები არიან, მათაც უნდა ჰქონდეთ შანსი დაბრუნდნენ ოჯახში მშვიდობიანად. 13 წელია ქართველ ხალხს ამის შანსი არ ჰქონია, მაგრამ ჩვენ მაინც გიტოვებთ ამ შანსს. აქ არავის არ ეშინია! ბიძინა, მორჩა შენ მიმართ შიში“, - განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი