კახა კალაძე „ეროვნული კრების დეკლარაციაზე“ - ვფიქრობდით ცირკის დაბრუნებას, თუმცა მგონია, რომ აუცილებელია ფსიქიატრიულის აშენება დედაქალაქში - ყველა ქმედებას მოჰყვება რეაგირება, ქვეყანაში იქნება მშვიდობა

ჩვენ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ვფიქრობდით ცირკის დაბრუნებას მუნიციპალიტეტისთვის, თუმცა მგონია, რომ აუცილებელია ფსიქიატრიულის აშენება დედაქალაქში. ეს არის ჩემი პასუხი , - ასე შეაფასა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თავისუფლების მოდენაზე მიმდინარე პროცესები და დეკლარაცია, რომელიც მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ საზოგადოებას გააცნო.

კალაძის თქმით, ქვეყანაში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია, თუმცა ყველაფერი უნდა დარჩეს კანონის ფარგლებში.

„შეკრების და გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია, ნებისმიერ ადამიანს თუ დაჯგუფებას შეუძლია, თავისი მოსაზრება გამოხატოს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, თუნდაც მიტინგის ფორმა მისაღებია, მაგრამ ყველაფერი უნდა იყოს კანონის ფარგლებში. თუ ვინმე გაბედავს და გადადგამს კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯებს, ამას, რა თქმა უნდა, სახელმწიფოსა და შესაბამისი უწყებების მხრიდან მოჰყვება რეაგირება კანონის ფარგლებში.

ყველა ქმედებას მოჰყვება რეაგირება, ქვეყანაში იქნება მშვიდობა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის პასუხი არის ის რომ ხალხი მივიდა არჩევნებზე გამოხატა მხარდაჭერა ქართული ოცნების მიმართ, ეს არის პასუხი ქართველი ხალხის მხრიდან და პასუხია ისიც რა რაოდენობა არის შეკრებილი დღეს თავისუფლებაზე.“- განაცხადა კალაძემ.

ამასთან, როგორც კახა კალაძემ განაცხადა, ნებისმიერი ტიპის ძალადობას სახელმწიფოს მხრიდან ძალიან მკაცრი რეაგირება მოჰყვება.

„მათი ნებაა, ვინ და რას ირჩევს. თუ ვინმეს უნდა გამოცადოს სახელმწიფოს ძალა, ესეც მათი უფლებაა და არავინ ზღუდავს ამაში. თუმცა, ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ამ ტიპის ქმედებებს ძალიან მკაცრი რეაგირება მოჰყვება, ცხადია, კანონის ფარგლებში“,-განაცხადა კალაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე