პაატა ბურჭულაძე - უნდა მოვითხოვოთ „ოცნების“ 6 წევრის დატყვევება და მიყვანა საპყრობილეში - ესენი არიან: ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, ანზორ ჩუბინიძე, მამუკა მდინარაძე, თეა წულუკიანი და ბიძინა ივანიშვილი

გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ „ოცნების“ წევრ ექვს ადამიანზე, ვინ არიან მთავარი ბოროტმოქმედები ჩვენს ქვეყანაში, რომლებმაც აქამდე მოგვიყვანეს და მოვითხოვოთ მათი სასწრაფო დატყვევება და მიყვანა საპყრობილეში,- ამის შესახებ მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ აქციაზე შეკრებილებისთვის დეკლარაციის გაცნობისას განაცხადა.

ბურჭულაძის თქმით, პირველ რიგში, უნდა მოხდეს ქვეყნის პრემიერის ირაკლი კობახიძის დაპატიმრება.

„გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ „ოცნების“ წევრ ექვს ადამიანზე, ვინ არიან მთავარი ბოროტმოქმედები ჩვენს ქვეყანაში, რომლებმაც აქამდე მოგვიყვანეს და მოვითხოვოთ მათი სასწრაფო დატყვევება და მიყვანა საპყრობილეში.

ნომერი პირველი - ირაკლი კობახიძე, ნომერი ორი - შალვა პაპუაშვილი, ნომერი სამი - ანზორ ჩუბინიძე, ნომერი ოთხი - მამუკა მდინარაძე, ნომერი ხუთი - თეა წულუკიანი, ნომერი ექვსი - ბიძინა ივანიშვილი.

ამ წუთიდან ჩვენ გვეკუთვნის ძალაუფლება. შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია, ისინი ჩვენ ჩაგვაბარონ. ის ადამიანები, ვინც დაუფარავენ მათ, ასევე მიეცემიან პასუხისგებაში. არც პირადი დაცვა არ უშველით, პირადი დაცვაც მიეცემა პასუხისგებაში და შინაგანს საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიც“, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს