„რადიო თავისუფლება“ - აშშ-ში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი სახელმწიფო დეპარტამენტში დაიბარეს და ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებების გამო „ღრმა შეშფოთება“ გამოხატეს

საქართველოს ელჩი შეერთებულ შტატებში, თამარ ტალიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში დაიბარეს და „ღრმა შეშფოთება“ გამოხატეს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებების გამო. აღნიშნულ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, თამარ ტალიაშვილის დაბარება უკავშირდება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლების ბრალდებებს „ტაილანდიდან რევოლუციის დაფინანსების“ შესახებ.

„ღრმად შეშფოთებულები ვართ, რომ საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნები უპასუხისმგებლოდ ავრცელებენ მედიის მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, რამაც გამოიწვია საზოგადოების შევიწროებისა და დაშინების კამპანია, რომელიც მთლიანად ცრუ ინფორმაციაზეა დაფუძნებული“, - განუცხადა საქართველოში აშშ-ის საელჩოს სპიკერმა „რადიო თავისუფლებას“.

„რადიო თავისუფლების“ ცნობით, საელჩოს სპიკერმა განაცხადა, რომ თამარ ტალიაშვილი დაიბარეს და „სერიოზული წინააღმდეგობა გამოთქვეს საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირების განცხადებებზე, რომლებიც აძლიერებენ მედიაში გაჟღერებულ ცრუ ინფორმაციას, რომელიც არასწორად ახასიათებს აშშ-ის მთავრობის რუტინულ ფინანსურ ტრანსფერებს აშშ-ის ხელისუფლების ყოფილი თანამშრომლების მიმართ“.

ცნობისთვის, სუს-ის უფროსმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ "ტაილანდიდან ერთ-ერთი ქვეყნის საელჩო საქართველოში ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ რადიკალებს აფინანსებს".

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!