პრემიერი - განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება ევროკავშირის ელჩს საქართველოში, კეთილი ინებოს, გამოვიდეს, გაემიჯნოს და მკაცრად დაგმოს ყველაფერი, რაც ხდება თბილისის ქუჩებში

კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობას მხარდაჭერა ევროკავშირის ოფიციალურმა პრესსპიკერმა გამოუცხადა - კეთილი ინებოს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, გამოვიდეს, გაემიჯნოს და მკაცრად დაგმოს ის ყველაფერი, რაც ხდება თბილისის ქუჩებში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, დედაქალაქის ქუჩებში არსებულ სიტუაციაზე ევროკავშირის ელჩს პასუხისმგებლობა ეკისრება.

“თქვენ იცით, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა პირდაპირი მხარდაჭერაც კი გამოუცხადეს საზღვარგარეთიდან ამ ყველაფერს, დაანონსებულ კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობას, მათ შორის, გამოვიდა ევროკავშირის პრესსპიკერი, რომელმაც მხარდაჭერა გამოუცხადა კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობას, ანუ ასეთი სათაურით გამოცხადდა ეს აქცია და ამ აქციას გამოუცხადა მხარდაჭერა ევროკავშირის ოფიციალურმა პრესსპიკერმა.

ამ ფონზე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება იგივე ევროკავშირის ელჩს საქართველოში. კეთილი ინებოს, გამოვიდეს, გაემიჯნოს და მკაცრად დაგმოს ის ყველაფერი, რაც ხდება თბილისის ქუჩებში. ეს არის მისი პირდაპირი პასუხისმგებლობა იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვხედავდით და პირდაპირ ვისმენდით მხარდამჭერ განცხადებებს კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობის მიმართ. ვნახოთ, როგორი იქნება მათ რეაქცია ამასთან დაკავშირებით”, - განაცხადა კობახიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!