პაატა ბურჭულაძე - გამოკვლევაზე მივდივარ და დავბრუნდები

მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ დამფუძნებელი, პაატა ბურჭულაძე კლინიკაში გადაჰყავთ.

როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, ის კლინიკაში გამოკვლევების ჩასატარებლად მიდის და შემდეგ შეუერთდება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას.

„გამოკვლევაზე მივდივარ და დავბრუნდები, აუცილებლად დავბრუნდები“, - აღნიშნა ბურჭულაძემ.

საკანონმდებლო ორგანოსთან პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ორბელიანის მოედანზე კი საპოლიციო ძალები პერიოდულად წყლის ჭავლს და ე.წ. გაზის კაფსულებს კვლავ იყენებენ. სპეციალური დანიშნულების რაზმი განლაგებულია ლეონიძის ქუჩაზეც.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო