მურთაზ ზოდელავა - პაატა ბურჭულაძეს მის ასაკში რაც შეეძლო, ბოლომდე ჩადო პროცესში - საქართველოში დაიწყო რევოლუცია, ახლა სჭირდება რამდენიმედღიანი ბრძოლა

[პაატა ბურჭულაძეს] მის ასაკში რაც შეეძლო, ბოლომდე ჩადო ამ პროცესში , - ამის შესახებ 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტის ერთ-ერთმა წევრმა და ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, მურთაზ ზოდელავამ განაცხადა.

მურთაზ ზოდელავას თქმით, საქართველოში რევოლუციური პროცესი დაწყებულია, ოღონდ ეს პროცესი არის რამდენიმე დღიანი.

„საბოლოო ჯამში უნდა ვთქვათ ის, რომ საქართველოში დაიწყო რევოლუცია. ახლა უმნიშვნელოვანესია, რომ ფსიქოლოგიურად გავაცნობიეროთ, მთელს ერს ეხება ეს, ყველას, ვისაც უნდა ივანიშვილის მოშრება, ახლა დაწყებულია რევოლუციური პროცესი, ოღონდ ეს პროცესი არის რამდენიმე დღიანი ბრძოლა. პირადად მე მზად ვარ ყველაფრისთვის. თუ ჩვენმა ეროვნულმა გონმა, ჩვენმა ინტელექტმა, ჩვენმა ფსიქოლოგიამ ახლა გადახარშა ის, რომ დაწყებულია რევოლუციური პროცესი და ამას ახლა სჭირდება რამდენიმე დღიანი ბრძოლა, ქართველი ერი გაიმარჯვებს“, - განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
ერთდროულად ორი - ფრანგული და ქართული დიპლომი ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
5-წლიანი გარანტია 100%-იანი ანაზღაურებით: Duracell-ის ექსკლუზიური პირობა
საქართველო, როგორც „მანჩესტერ სიტისა“ და ცენტრალური აზიის ფეხბურთს შორის პარტნიორობის დამაკავშირებელი ხიდი
„ჯი-თი მოტორსმა“ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი დანერგა
როგორ ეუფლებიან ქართველი სტუდენტები ყველაზე მოთხოვნად პროფესიას - გზა კოლეჯიდან დიდ წარმოებამდე