ირაკლი კობახიძე - ჩავარდა „ნაცმოძრაობის“ „ლელოთი“ და „გახარიათი“ ჩანაცვლების გეგმა, რომელიც „დიფ სთეითმა“ მოამზადა, უკვე ჩამოსაწერი გახდა ეს ორი პარტია - ასევე, ყველაფერი გაკეთდება, რომ „ნაცმოძრაობა“ ბოლომდე გავანეიტრალოთ

პრაქტიკულად, ჩავარდა „ნაცმოძრაობის“ „ლელოთი“ და „გახარიათი“ ჩანაცვლების გეგმა, რომელიც მოამზადა „დიფ სთეითმა“. პრაქტიკულად, უკვე ჩამოსაწერი გახდა ეს ორი პოლიტიკური პარტია - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ბოლომდე გაანეიტრალონ „ნაცმოძრაობა“.

„პრაქტიკულად, ჩავარდა „ნაცმოძრაობის“ „ლელოთი“ და „გახარიათი“ ჩანაცვლების გეგმა, რომელიც მოამზადა „დიფ სთეითმა“. პრაქტიკულად, უკვე ჩამოსაწერი გახდა ეს ორი პოლიტიკური პარტია. „ლელომ“ მიიღო წინა არჩევნებში, შარშან, 180 ათასზე მეტი ხმა და ახლა მიიღო ამის ნახევარი, იმ პირობებში, როცა პრაქტიკულად არ იყო კონკურენცია, მათთვის ოპოზიციურ ფლანგზე. რაც შეეხება, გახარიას პარტიას, წინა არჩევნებში ჰქონდა 160 ათასზე მეტი ხმა მიღებული, ახლა მიიღო, დაახლოებით 50 ათასი ხმა ანუ ჩავარდა ჩანაცვლების პროექტი.

ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ბოლომდე გავანეიტრალოთ ის ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური ძალა, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. ამ მიმართულებით გადადგმული მორიგი ნაბიჯი იყო გუშინდელი არჩევნები. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერზე ზრუნვას მომავალშიც გავაგრძელებთ. მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ ხალხს, თითოეულ ამომრჩეველს, რომელმაც გამოხატა საკუთარი პოზიცია გუშინ საარჩევნო უბნებზე, მადლობა ასევე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, არჩევნების ძალიან მაღალ დონეზე ადმინისტრირებისთვის“,- განაცხადა კობახიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!