ირაკლი კობახიძე - მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა მუნიციპალიტეტში ჩვენმა პარტიამ მიიღო ხმების 70%-ზე მეტი, რაც შთამბეჭდავი შედეგია

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები შეაჯამა და აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ყველა მუნიციპალიტეტში ხმების 70%-ზე მეტი მიიღო.

მან ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნების ადმინისტრირებისთვის მადლობა გადაუხადა.

„პრაქტიკულად დასრულებულია ქვეყნის მასშტაბით ხმების დათვლის პროცესი. შედეგების თანახმად, ჩვენმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის მასშტაბით მიიღო 1.1 მლნზე მეტი ხმა. ეს არის, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის ძალიან მყარი ნდობის კიდევ ერთი დადასტურება. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ეს ნდობა მაქსიმალურად გავამართლოთ. რაც შეეხება თბილისში პარტიულ შედეგს, ეს არის ყველაზე მაღალი შედეგი, რაც დაფიქსირებულა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ და დედაქალაქის მოსახლეობასაც გვინდა მადლობა გადავუხადოთ გამოცხადებული ნდობისთვის. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა მუნიციპალიტეტში ჩვენმა პარტიამ მიიღო ხმების 70%-ზე მეტი, რაც შთამბეჭდავი შედეგია“, - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში