ირაკლი კობახიძე - ის, ვინც 4 საათზე თავისუფლების მოედანზე მივიდა, მივიდა დამხობის აქციაზე - ბურჭულაძის და სხვების საქციელი სამარცხვინოა, მაგრამ მათზე ბევრად სამარცხვინო არიან ისინი, რომლებიც ჩავარდნილი დამხობის შემდეგ მათ გაემიჯნენ

ის, ვინც 4 საათზე თავისუფლების მოედანზე მივიდა, ყველა დამხობის აქციაზე მივიდა - როგორც კი ნახეს, რომ დამხობა ჩავარდა, ბურჭულაძეს, ზოდელავას და სხვებს მაშინვე სამარცხვინოდ გაემიჯნენ, - ეს განცხადება დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

კობახიძის განმარტებით, აქციის ორგანიზატორებს ჰქონდათ ტაქტიკური მონახაზი, რომლის მიხედვით, ერთი ნაწილი თავისუფლების მოედნიდან ათონელზე უნდა ჩასულიყო და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრილიყო, ხოლო სხვა ჯგუფებს სხვა მიმართულებით ემოქმედათ.

კობახიძის თქმით, „როგორც კი ნახეს, რომ პირველივე მცდელობა ჩავარდა, ბურჭულაძეს, ზოდელავას მაშინვე სამარცხვინოდ გაემიჯნენ“.

„ერთი რამ არის სამარცხვინო და ვსაუბრობ აქციის მონაწილეებზე - როდესაც 4 საათზე აქცია დაანონსდა, ყველამ იცოდა, რომ ეს დამხობის აქცია იყო. აქცია ასე იყო დაანონსებული. ვინც 4 საათზე აქციაზე მივიდა, ყველა დამხობის აქციაზე მივიდა, რომელიც დაანონსებული იყო ბურჭულაძის და მისი პარტნიორების მიერ.

რა თქმა უნდა, ბურჭულაძის და ორგანიზატორების საქციელი სამარცხვინოა, მაგრამ მათზე ბევრად სამარცხვინოა იმ ადამიანების საქციელი, რომლებიც ბურჭულაძეს ჩავარდნილი დამხობის შემდეგ გაემიჯნენ. ბურჭულაძის მიერ დაანონსებულ დამხობის აქციაზე მივიდნენ, ბურჭულაძემ დამხობა დაიწყო, ჩავარდა და ამის შემდეგ გაემიჯნენ. ეს არის ბევრად უფრო სამარცხვინო.

ეს ყველაფერი ძალიან სამარცხვინოა და ესეც „ნაცის“ სახეს აჩვენებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება